შენგელიამ ისევ გაიტანა, კიტეიშვილი ტრავმირებულია, ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" ისევ გაიმარჯვა

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატზე კვლავ გამოიჩინა თავი "ლეუვენის" ნახევარმცველმა ლევან შენგელიამ. მან ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა გოლი.

შენგელია 22 აგვისტოს "ეუპენთან" წაგებულ შეხვედრაში (1:4) 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 83-ე წუთზე პრესტიჟის გოლი გაიტანა, დღეს კი გასვლაზე "ანტვერპენთან" 74-ე წუთზე შეუშვა მწვრთნელმა მოედანზე, 2 წუთში მეტოქის კარი დალაშქრა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა - 2:2. იმის გამო, რომ ლევანს სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, მწვრთნელმა ვილი სანიოლმა არ გამოიძახა. თუმცა, არაა გამორიცხული უხმოს კიდეც. შეგახსენებთ, ის ესპანეთთან გააძევეს და კოსოვოსთან ვერ ითამაშებს.

kleinezeitung-ის
ცნობით, ოთარ კიტეიშვილმა კონფერენს ლიგის პლეი-ოფში "მურასთან" ბარძაყის
კუნთის ტრავმა მიიღო და 75-ე წუთზე შეცვალეს. ის დღეს "ადმირასთან" მატჩის განაცხადში არ არის. სავარაუდოდ მისი ტრავმა სერიოზული არაა, მწვრთნელმა დაასვენა და ნაკრებში ჩამოვა.

დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა "კოპენჰაგენის" შემადგენლობაში სტუმრად "ვეილესთან", მისმა გუნდმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად 4:0.

მკითხველის კომენტარები / 10 /
შენგელიას სულ რომ სათამაშო პრაქტიკა ქონოდა, არ გამოიძახებდა, წითელი ბარათი აქვს და გინდა არ გინდა უნდა გამოტოვოს სანაკრებო თამაშები. რა გჭირთ, სპორტული გვერდი ხართ თუ ტვ პირველი ?
25
რომ ჰქონდეს თამაშის, უფლება, იცით რამდენი გამოტოვა შენგელიამ? დიდი ხანი იყო უკლუბოდ და მხოლოდ ახლახანს მივიდა ახალ კლუბში და ითამაშა 2ჯერ, ისიც შეცვლაზე. ეს სია რომ გამოქვეყნდა, თვეების უთამაშებელი იყო ფაქტიურად. შეკრებაც არ გაუვლია.
Burton
23:42 29-08-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული