"კეთილი იყოს შენი დაბრუნება, მისტერ ჟორჟ!" - "სერენი" მიქაუტაძეს მიესალმება

AutoSharing Option
20 წლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე "მეციდან" "სერენში" იჯარით დაბრუნდა.

"რამდენიმე დღის წინ უამრავი გამოცემის მიერ დაანონსებული გიორგი მიქაუტაძის დაბრუნება შედგა!

ჩვენი გუნდის მაისურით გასულ სეზონში 22 გოლის გამტანი ჟორჟი გვიბრუნდება, რათა D1A-ში ჩვენს ფერებში ახალი თავგადასავლები გამოსცადოს.

ამჟამად ის საქართველოს ეროვნულ გუნდშია და შემოგვიერთდება, როგორც კი სანაკრებო პაუზა დასრულდება.

კეთილი იყოს შენი დაბრუნება, მისტერ ჟორჟ!", - წერს კლუბის საიტი.

"სერენი" 6 ტურის შემდეგ ბელგიის ჟუპილერ ლიგაში 9 ქულით მე-9 ადგილზეა; 12 სექტემბერს, მე-7 ტურში "სტანდარდს" უმასპინძლებს და სავარაუდოდ ამ
მატჩში შედგება მიქაუტაძის დაბრუნება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები გოლიადორს
ლშა
00:29 31-08-2021
0
ბევრი გოლი და პირადი ბედნიერება.............
სტალინი
11:32 31-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული