ქეცბაია ძველებური სტილის მწვრთნელია, თუმცა... - კვიპროსული მედია "ანორთოსისზე" წერს

AutoSharing Option
კვიპროსული Goal-ი სატრანსფერო ფანჯრის ამოწურვის შემდეგ თემურ ქეცბაიას "ანორთოსისზე" წერს:

"ქართველმა სპეციალისტმა უკვე იცის, თუ უახლოეს სატრანსფერო სეზონამდე როგორი გუნდი ეყოლება. როცა კლუბის ხელმძღვანელობამ მისი მოთხოვნები დააკმაყოფილა, ამას შედეგიც მოჰყვა - კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა.

ვარდასა და ნინუას ტრანსფერების შემდეგ თემური კმაყოფილია, რადგან ნებისმიერ პოზიციაზე 2 მოთამაშე ჰყავს.

"ანორთოსისის" 26 ფეხბურთელიდან 16 ლეგიონერია.

ცნობილია, რომ ქეცბაია ძველებური სტილის მწვრთნელია, რომელიც შეგირდებს კონკრეტულ პოზიციებზე ზღუდავს, თუმცა მას ახლა ისეთი მოთამაშეები ჰყავს, რომელთა გამოყენებაც სხვადასხვაგვარად შეუძლია."

ფამაგუსტის კლუბის ღირსებას გიორგი ლორია,
ნიკა კაჭარავა და უკვე ნიკა ნინუაც იცავენ. "ანორთოსისი" 11 სექტემბერს "დოქსას" ესტუმრება, 5 დღის შემდეგ კი კონფერენს ლიგის ეგიდით სერბულ "პარტიზანს" უმასპინძლებს.

altნინუას გარდა, "ანორთოსისში" "პაოკის" ეგვიპტელი ლეგიონერიც გადავიდა

altქეცბაია "ანორთოსისს" "ნერვების ომისთვის" ამზადებს




მკითხველის კომენტარები / 6 /
თემურმა მართლაც საქართველოს ნაკრებს შეწირა კარიერა და ამ კაცს დღესაც კი რომ ვიღაც ვიღაცები აუგად იხსენიებენ ეგ ძალიან სამწუხაროა 10-11 წლის წინ თემურ ქეცბაია იყო ერთ ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი ახალგაზრდა მწვრთნელი 2 გუნდი გაიყვანა ჩემპიონთა ლიგაზე და ერთ ერთი ანორთოსისი და მაშინაც არანაკლებ რთული იყო ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა დარწმუნებული ვარ რომ არ ჩამოსულიყო საქართველოს ნაკრებში სამუშაოდ დღეს გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატში და კლუბში იმუშავებდა კარიერა შეწირა ქვეყანას ამ კაცმა ელმეტრარულად რომ ჩახედავ სად აქვს საქართველოს ნაკრების შემდეგ ნამუშევარი მიხვდები ადამიანი ამას თუ ფეხბურთი გესმის თემურმაც იცოდა ეს მარა მაინც ჩამოვიდა და ეგაა პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული და მარტო ამიტომ არის დასაფასებელი ეს კაცი კარიერა გარისკა ქვენის გამო.
5
ქეცბამ თავის საქმე გააკეთა ევროტურნირებზე ჯგუფში გაიყვანა გუნდი გასაგებია რომ მე 3 დონის ევროტურნირია კონფერენც ლიგა მაგრამ ამ ლიგას თამაშობს ტოტენჰემი და რომაც და რამდენიმე კარგი გუნდია კიდე მე რათქმაუნდა ვისურვებდი რომ თემური უფრო მაღალი კლასის გუნდში იყოს ვიდრე ახლა არის თუ ჩისკო მუშაობს პრემიერ ლიგაში რატომ არ უნდა იმუშაოს თემურიმაც რომელიმე ტოპ ლიგის გუნდში ხო? მაგრამ იმედი მაქვს რომ მომავალში ქეცბა უკეთეს კლუბში იმუშავებს.
გელა
14:40 02-09-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული