"ხვიჩა დაუსრულებლივ კამათობდა სლუცკისთან, სთხოვდა ნაკლებად დაეტვირთა, ახლა კი რუსეთში მოუწევს ჩეხვა" - რუსულმა მედიამ კვარაცხელიას არშემდგარი ტრანსფერის დეტალები გაამხილა

AutoSharing Option
"ჩემპიონატზე" ჟურნალისტმა დმიტრი ზიმინმა "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე წერილი გამოაქვეყნა:

აზრით ხვიჩა უკვე ევროპაშია. ახლა როგორ დაბრუნდეს რუსეთში?

ყველაზე ნიჭიერი თუ რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე გადამეტებულად შეფასებული მოთამაშე?

"ხვიჩას გასაყიდად "რუბინი" მთელი ზაფხული ემზადებოდა. ლამის ყოველ კვირაში რუსი და ევროპელი ინსაიდერები ახალ კლუბებზე იტყობინებოდნენ, რომლებიც თითქოს ქართველ ტალანტზე ფასს სწევდნენ. იტალიის ყველა ტოპები - "იუვენტუსი", "ინტერი", "მილანი", "ატალანტა", "ნაპოლი", ინგლისის ორი კლუბი - "ტოტენჰემი", "ევერტონი" და დანართში "ბაიერნი", "ბორუსია" და "სევილია". გასაკვირიცაა, ყველამ ერთდროულად როგორ მიაქცია რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ჭაბუკს ყურადღება.
მაღალ დონეზე ინტერესი ეჭირა ფეხბურთელის აგენტ მამუკა ჯუღელს. გახურებული სატრანსფერო ფანჯრისას მან 10 კლუბი დაასახელა, რომლებიც ხვიჩათი იყვნენ დაინტერესებული და ცნობა გაავრცელა, რომ ორთან კონკრეტული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მისი აზრით, წასვლის ალბათობა 85-90 პროცენტს შეადგენდა.

თუმცა, ქართველ საფეხბურთო მაესტროს ცხადია დაავიწყდა: საჯაროობა რეალური ინტერესისაა კარგი. ბლეფი კი უმალ იგრძნობა. რომელიმე ტოპ-კლუბს "რუბინისთვის" ხვიჩაზე რეალური წინადადებით რომ მიემართა, პირველ რიგში მთავარ ოფციას ჩაწერდა - არავითარი კომენტარები პრესაში. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმან ტკაჩენკომ, როდესაც ელდორ შომორუდოვის "რომაში" ტრანსფერის სპეცოპერაციაზე მოგვითხრო. აგენტებს პირველ რიგში სთხოვეს დეტალებზე სახალხოდ არაფერი ეთქვათ. ამიტომ ტრანსფერი ბოლო მომენტამდე ზესაიდუმლო ვითარებაში მიმდინარეობდა.

შესაბამისად, თუ დიდი ხუთეულის კლუბებს არა უბრალოდ დიდი ინტერესი ჰქონდათ, არამედ მოლაპარაკებებიც დაიწყეს, მამუკას საჯარო გამოსვლებს ვერ ვიხილავდით. აუცილებლად იქნებოდა შეკითხვები და გაცნობითი საუბრები, მაგრამ იმავე დროს ევროპაში "რუბინის" პოზიცია ესმოდათ: კლუბი მზად იყო საუბარი 20 მილიონი ევროდან დაეწყო - სავსებით ადეკვატური ფასია რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე ნიჭიერი მოთამაშისთვის. ასეთი შეთავაზების გამოგზავნა კი ვერავინ გადაწყვიტა.

ზამთარში ასეთი თანხის გარიგებები იშვიათობაა და ეს იმას ნიშნავს, რომ, ალბათ, ხვიჩა კიდევ ერთ წელს "რუბინში" გაატარებს. გუნდის კონფედერაციათა თასიდან გამოვარდნის გამო ევროტურნირებზე თავის გამოჩენის შანსის გარეშე, ამიტომ მხოლოდ შიდა ჩემპიონატზე მოუწევს ჩეხვა. და ყველაზე მთავარი - არ შეამციროს თავისადმი მოთხოვნა და არ დაივიწყოს განვითარება. ასეთი პრობლემა არის.

ამბობენ, მთელი აგვისტოს მანძილზე ფეხბურთელი დაუსრულებლივ კამათობდა სლუცკისთან და სთხოვდა ნაკლებად დაეტვირთა, რამეთუ შესაძლო ტრავმაზე სწუხდა. მწვრთნელი უარს ეუბნებოდა და მატჩებზე პირველივე წუთებიდან აყენებდა. აგვისტოს შუა რიცხვებში მოთამაშემ მაინც მიიღო ტრავმა - ასეთია ოფიციალური ვერსია. არაოფიციალური - ფეხბურთელს ყველაფერი მობეზრდა და თვითნებურად თქვა თამაშზე უარი, რამდენადაც ევროპულ ტრანსფერში სრულად იყო დარწმუნებული.

ეს სეზონი ხვიჩასთვის ნამდვილად ურთულესი გახდება. ხელმძღვანელებს და მწვრთნელს შეუძლიათ ილაპარაკონ, რომ სათამაშოდ მზადაა, მაგრამ მხოლოდ ფეხბურთელმა იცის საკუთარი აზრები. ეს ნაღდად რთულია.  შენ დარწმუნებული ხარ, რომ "რუბინისა" და რუსეთის პრემიერლიგისთვის გადაიზარდე, შენთვის აუცილებელია შემდგომი განვითარება, ტრანსფერი უკვე მზადდება, შემდეგ კი - სრული იმედგაცრუება.

ასე რომ, ქართველ ტალანტს ორი გზა აქვს: ან შეჩერდება განვითარებაში და "ყველაზე ნიჭიერიდან" რუსეთის ჩემპიონატის "ყველაზე გადაჭარბებულად შეფასებულ" მოთამაშედ გადაიქცევა, ხოლო ერთი წლის შემდეგ "იუვენტუსი" ახლოსაც არ იქნება, ან უფრო აგრესიულად დაიწყებს მძიმე შრომას, გაარღვევს რუსეთის პრემიერლიგას და მომავალ ზაფხულში ევროპას "რუბინისთვის" სასურველ თანხად მიაშურებს.

ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. მწვრთნელი ხომ მასზე ჯერაც ამყარებს იმედებს. ტყუილად როდი დაარქვა ძაღლს კვარა".

მკითხველის კომენტარები / 38 /
მწარე სიმართლეა!
არ იზავს თორემ ეს ვითომ აგენტი ჯუღელი უნდა მოიშოროს და ევროპელი აგენტი აიყვანოს თუ ევროპაში უნდა, ჯუღელის მაქსიმუმი ზენიტი ან ცსკაა
}-{+}-{
10 სექტემბერი 2021 04:36
1
ხვიჩა მინინუმ 90% ქართველების შენი გულშემატკივარია! ნუ მიაქცევ ამ ვაი პატრიოტებს და ჰეტერებს ყურადღებას! შენ კი არა მესის და რონალდოს ყავს ეგეთი "გულშემატკივარი" არ შეჩერდე განვითარდი> გაიტანე ბევრი გოლი? ითამაშე ლამაზი ფეხბურთ დ ააუცილებლად მოხვდები ერტ-ერთ ტოპ გუნდში!
რობი
10 სექტემბერი 2021 13:34
2
20 მილიონად ჰალანდი არ იყიდა დორტმუნდა ზალცბურგიდან? კვარას ფასი გადამეტებულია
pikmodi
10 სექტემბერი 2021 11:54
6
სანამ ჯუღელს არ მოშორდები, ვერ წახვალ რუსეთიდან! რაც მალე მოიშორებ მაგას, მით უკეთესი.
1
10 სექტემბერი 2021 07:39
2
ინტერსები მართლა იქნებოდა, უბრალოდ ხელფასსზე ასტრნომიულ თქნხას მოითხოვდნენ, და მაგიტო ვერ წავიდა ვერსად
gocha
10 სექტემბერი 2021 11:08
0
იქამდე მიზანმიმართულად დალეწავთ, თქვე ნაძირალებო (ღმერთმა დაიფაროს), რადგან მავნებლები ხართ, ამის დასტურად ანანიძის შემთხვევაც საკმარისია.
რატი
10 სექტემბერი 2021 10:34
6
სამწუხაროდ ხვიჩას არ ჰყავს ძლიერი აგენტი რომელსაც დიდი კონტაქტები აქვს ევროპაში დღეს აგენტის როლი თანამედროვე ფეხბურთში არის ძალიან დიდი პლიუს ხვიჩაში რუბინი რამხელა თანხასაც ითხოვს იმის გადახდის საშუალება აქვთ მხოლოდ ერთი ტოპ ჩემპიონატის ტოპ კლუბებს, ან რუსეთის ჩემპიონატის სპარტაკს და ზენიტს ტოპ კლუბი, რომ ვერ რისკავს 20 მილიონის გადახდას ყაზანის რუბინის ფეხბურთელში ამ კორონა კრიზისის დროს ეს გასაგებია ბევრი ფაქტორი და არგუნეტი აქვთ ტოპ კლუბებს რომ ეს თანხა მათ გადაჭარბებულად ჩათვალონ,მაგ რუსეთს პრემიერ ლიგა ასევე ის რომ ხვიჩას არ აქვს ნათამაშები და არც თამაშობს ევროტურნირების ჯგუფში ასევე არ უთამაშია არც ევროპის ან მსოფლიოს პირველობაზე აქედან გამომდინარე ისინი ვერ რისკავე ინვესტიცის ჩადებას ისეთ ფეხბურთელში რომლმაც შეიძება ვერ გაუმართლოთ, ხოლო რაც შეეხება კარგ ევროპულ კლუბებს მაგ აიაქსი, ბენფიკა ,ბრუგე ,ზალსბურგი, რომლებიც არ არიან ტოპ ლიგების წევრები, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას თამაშობენ კარგი გუნდები არიან და ამ გუნდებიდან უფრო მარტივი და რეალურია ტოპლიგაში მოხვედრა ვიდრე რუსეთის პრემიერ ლიგის საშალო კლუბიდან ამ კლუბებს მაგხელა თანხის გადახდის საშუალება და ნებაც არ აქვთ, რადგან თვითონაც გაყიდვაზე არიან ორიენტირებული თუ რუბინმა თანხა არ დაკლო მაშინ სამწუხაროდ ერთადერთი ვარიანტი რჩება ლოგიკურად თუ გადასვლაზე მიდგა საქმე ისევ რუსულ კლუბში ტრანსფერი ან სპარტაკი ან ზენიტი აი ჯუღელს ეს შეუძლია რომ სპარტაკში ან ზენიტში მოაწყოს ხვიჩა ეგეც იმ შეთხვევაში თუ წელს რუბინს კარგი შედეგები ექნება და ხვიჩაც კარგად ითამაშებს.
გელა
10 სექტემბერი 2021 14:52
1
ურთულესი სეზონი ელოება ხვიჩას. ახლა ყველა მის ფეხის დაცდენაზე იქნება მიჩერებული. სამწუხაროა, რომ უმეტესობა ქართველია აქედან და არა რუსი. თქვენ ვერც კი წარმოუდგენთ როგორ თარგმნიან რუსები თრანსლეითით ყველა ქართულ კომენტარს და რამხელა სტრესია ფეხბურთელისთვის, როცა მისი ქვეყანა ასე ექცევა. არც ცაში აყვანა სჭირდება კვარაცხელიას თქვენგან და არც ქება-დიდება. აქ ვიღაცეები ამადლიდნენ, ამდენს ვაქებდით და ახლა ნაკრებში არ ჩამოვიდაო. ტვინიც არ გაანძრია ზოგმა, რომ შეიძლება აგვისტოში მართლა ტრავმა მიეღო. იმედია ამ სტატიის მერე მაინც დაიჯერებთ, რომ აგვისტოში მართლა დაშავდა.
კუნთის დაზიანებას ვერ იჯერებენ თურმე და ამ დროს ისეთ თეორიას დააჯერებ...
Thomas
10 სექტემბერი 2021 14:37
5
ეგ დასკვნა კი არ გამოვიტანე, მომენტარებს ვუპასუხე, რასაც მუდმივად წერთ აქ და უსამართლოდ.
Thomas
11 სექტემბერი 2021 10:21
1
ამ სტატიიდან ეგ დასკვნა გამოიტანე, ტრავმა მიიღოო?
დათა თუთაშხია
11 სექტემბერი 2021 04:08
2
ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ბიჭს და გულით მინდა დიდი ფეხბურთი ითამაშოს, მაგრამ არ გვინდა გული აგვიცრუოს აი ძალიან არ მინდა.... რატომ ხდება მაინც და მაინც სანაკრებო თამაშების დროს იმტვრევიან და მაინც და მაინც სანაკრებო თამაშების დამთავრების შემდეგ გამოკეთDებიან და ისევ თამაშობენ მერე კლუბებში? ეს ხო არაა პირველი შემთხვევა??? აქ მარტო კვარაცხელიას არ ეხება საქმე, ბევრი ფეხბურთელი აკეთებს ასე და ნუ გვაყვედრიან აქ ჩამოსვლას და თამაშს რაა თუნდაც გოლებს. იმ ტოტენჰემში და ტოპ ლიგებში რომ უნდათ გადასვლა, მგონი ამდენს ვერ ხვდებიან რომ ნაკრებში თამაშის გარეშე არავის არავინ არ აყავს როგორი მაგარიც არ უნდა იყოს.... დაშავებული ხარ? კეთილი ინებე და ჩამობრძანდი და გნახონ ექიმებმა. მესი და რონალდო არ ამბობენ დღემდე თავიანთ ნაკრებებში თამაშებზე და ბოლომდე დებენ თავს, აჰა ბოლო თამაშებიც მოწმობს და თქვენ რას მიაღწიეთ უკვე მასეთს რომ ნაკრებს აღარ კადრულობთ!!! ბოლოს ისე არ გააკეთოთ რომ საქართVელოშიც დაკარგოთ პატივისცემა და იქით რუსეთსაც ვერ გაცდეთ
pirlo
10 სექტემბერი 2021 13:46
1
პირველ ყოვლისა საინფორმაციო საშუალებებმა გაუწიეს დათვური სამსახური. ხვიჩას მომავალი, საუბედუროდ, არ უწერია. მალე ჩაიძირება რუსულ "კოსტალომებში". პაკა, ხვიჩა. მეცოდები. გლორია მუნდი.
xuta
10 სექტემბერი 2021 08:53
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული