18 წლის ქართველს ბელგიურმა კლუბმა კონტრაქტი გაუფორმა

AutoSharing Option
18 წლის ნახევარმცველ ცოტნე ბენდიაშვილს ბელგიის ჟუპილერ ლიგის "კორტრეიკმა" პირველი პროფესიონალური ხელშეკრულება გაუფორმა, - ამის შესახებ დასავლეთ ფლანდრიული კლუბი იტყობინება.

ბენდიაშვილს საქართველოსა და ბელგიის მოქალაქეობა აქვს და "კორტრეიკმა" ერთსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ცოტნე "კორტრეიკის" მეორე გუნდში თამაშობს, თასზე "ანტვერპენთან" მოგებულ მატჩში გადამწყვეტი გოლიც გაიტანა, პირველ გუნდში ვარჯიშობს და რამდენიმე სპარინგში მიიღო მონაწილეობა. მას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში სამი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

"პირველი პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმებით გახარებული ვარ. ამ კლუბში ოთხი წლისა მოვედი, თორმეტი წლისა ცოტა ხანი "გენტში" ვიყავი, შემდეგ კი აქ
დავბრუნდი და თავს კარგად ვგრძნობ", - ციტირებს ბენდიაშვილს კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები და ულევი სიხარული შენს ცხოვრებაში.ნეტავ ჩემ დავითსაც ასე გამართლდა ყველგან კაცის კაცი გვინდა საქმე ითხოვს წყალობა უფლის არ მოგკლებოდეს
0

სიახლეები პოპულარული