dhnet: მიქაუტაძე ისევ "სერენის" ჯოკერი იქნება

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც "მეცში" თავის წარმოჩენის შანსი არ მისცეს, "სერენში" იჯარით დაბრუნდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა. მას ყველა სიხარულითა და იმედით შეხვდა. dhnet-ის ცნობით, სამი ლასანი და ალი სანოგო ტრავმირებული არიან, ხოლო დარიო დელ ფაბრომ ვარჯიშზე ცხვირი გაიტეხა, მაგრამ ნიღბით თამაშს შეძლებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სატრანსფერო გონგის წინ მიქაუტაძე დაიბრუნეს და კვლავ ჯოკერი იქნება.

"ეს შესანიშნავია, ეს მე შეტევის ხაზში მეტი არჩევანის საშუალებას მაძლევს", - განაცხადა "სერენის" მწვრთნელმა ჟორდი კონდომმა.

"დაცხება, ხუთშაბათს ჟორჟმა პირველივე ვარჯიშზე უკვე ოთხი გოლი გაიტანა", -
თქვა სიცილით გახარებულმა მცველმა ვაგან ფეიმ.

"სერენი" 12 სექტემბერს ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-7 ტურში "სტანდარდს" უმასპინძლებს და დიდი ალბათობით საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იქნება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მიდი გიორგი ჩვენი იმედი ხარ!!
სოსო
09:57 11-09-2021
0
მწვრთნელს რა შესანიშნავი გვარი ჰქონია...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული