საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ, 35 წლის გიორგი მერებაშვილმა გაიტანა, თუმცა "პოდბერსკიძე" "კორონასთან" მარცხისგან ვერ იხსნა - 2:3.
ქართველი ლეგიონერის გუნდი პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში მე-5 ადგილზეა და 18 სექტემბერს "ლოძს" ესტუმრება.
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის შემდეგ, გიორგი გაგუა "ალავესის" სარეზერვო გუნდში გოლის ავტორი გახდა. "იბაიასთნ" 5:0 მოგებულ შეხვედრაში, ქართველმა შემტევმა მე-3 გაიტანა.
"ალავესი B" ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოა და 15 სექტემბერს "სან იგნასიოს" სტუმრად
ბექა ქავთარაძემ "როტორის" რიგებში გაიტანა, მისი გუნდი კი "აკროვთან" 1:2 დამარცხდა.
"როტორი" , სადაც ილია ბერიაშვილი და ნიკოლაი ყიფიანიც გამოდიან, რუსეთის პირველ დივიზიონში მე-12 ადგილზეა და 15 სექტემბერს "ნეფთეხიმიკთან" გასვლით მატჩს გამართავს.
დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანული "ზირას" რიგებში დუბლი შეასრულა და მის გუნდს "კეშლასთან" 2:0 მოაგებინა.
ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში მესამე გაიტანა, "კეშლა" კი 19 სექტემბერს "ნეფთჩს" მისსავე მოედანზე შეხვდება.
ლეგიონერების გოლები კი 10 სექტემბრის ღამით ლევან ელოშვილის კუთხურიდან გატანის შემდეგ დაიწყო - ავსტრიის მეორე ბუნდესლიგაში 23 წლის ქართველმა თავი "ლაპნიცთან" (1:0) გამოიჩინა.
23 წლის ქართველი შემტევის გუნდი 17 სექტემბერს "ჰორნს" ესტუმრება.
ბელგიური მედია "ჟორჟის" მიმართულებით საქებარ სიტყვებს არ იშურებს, იმედია ჩვენც ასე გაგვახარებს!