მოგეხსენებათ, ბელგიის რანგით მეორე ლიგაში მიქაუტაძესა და ვანზიეს გოლების თანაბარი რაოდენობა (19-19) ჰქონდათ, თუმცა ნაკლები სათამაშო დროის გამო, ბომბარდირობა ქართველმა ფეხბურთელმა გაიფორმა.
rtbf-ი წერს, რომ ვანზიემ ლიეჟის "სტანდარტს" ჰეთ თრიქი შეუსრულა, მანამდე კი თითო გოლი "კოტრიიკისა" და "მეხელენის" კარში გაიტანა. ასე რომ, ის ბელგიის მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი და გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშეა.
ისე გამოვიდა,
"სერენი" 15 სექტემბერს ბელგიის თასზე "ლოკერენს" უმასპინძლებს, 19-ში კი ჩემპიონატის მე-8 ტურში "ანტვერპენს" ესტუმრება. ქართველ ფორვარდისთვის ვანზიეს შედეგიანი თამაში დამატებითი გამაღიზიანებელი და მოტივაცია უნდა იყოს!
მიქაუტაძეს გოლის გასატანად ცოტა დააკლდა და ოპტიმისტურადაა განწყობილი