დამატებითი გამაღიზიანებელი მიქაუტაძისთვის - ბელგიურ მედიას ვანზიესთან დუელი ახსოვს

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძის "სერენში" დაბრუნების შემდეგ, ბელგიურმა მედიამ გასულ სეზონში ქართველი ფორვარდის ბომბარდირობისთვის ბრძოლა გაიხსენა და "როიალ უნიონის" ფორვარდ დანზე ვანზიეს ჟუპილერ ლიგაში დაფიქსირებულ შედეგებზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ბელგიის რანგით მეორე ლიგაში მიქაუტაძესა და ვანზიეს გოლების თანაბარი რაოდენობა (19-19) ჰქონდათ, თუმცა ნაკლები სათამაშო დროის გამო, ბომბარდირობა ქართველმა ფეხბურთელმა გაიფორმა.

Sportall.Ge

rtbf-ი წერს, რომ ვანზიემ ლიეჟის "სტანდარტს" ჰეთ თრიქი შეუსრულა, მანამდე კი თითო გოლი "კოტრიიკისა" და "მეხელენის" კარში გაიტანა. ასე რომ, ის ბელგიის მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი და გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშეა.

ისე გამოვიდა,
"ჟორჟმა" "მეცში" დაბრუნებით მხოლოდ დრო დაკარგა, თორემ არავინ იცის, ახლა როგორი შედეგები ექნებოდა. მოგეხსენებათ, მიქაუტაძე "სერენს" მხოლოდ გასულ ტურში დაუბრუნდა, მისი გუნდი კი "სტანდარტთან" (0:1) დამარცხდა.

"სერენი" 15 სექტემბერს ბელგიის თასზე "ლოკერენს" უმასპინძლებს, 19-ში კი ჩემპიონატის მე-8 ტურში "ანტვერპენს" ესტუმრება. ქართველ ფორვარდისთვის ვანზიეს შედეგიანი თამაში დამატებითი გამაღიზიანებელი და მოტივაცია უნდა იყოს!

altმიქაუტაძეს გოლის გასატანად ცოტა დააკლდა და ოპტიმისტურადაა განწყობილი

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყველაფერი გიორგიზეა დამოკიდებული დარწმუნებული ვარ,რომ შრომას და მონდომებას არ დაიშურებს იმისთვის ,რომ ბელგის უმაღლესშიც ისევე გაიბრწყინოს რგორც მე 2 ლიგაში გაიბრწყინა რაც შეეხება ვანზიეს ძალიან ნიჭიერი ბიჭია დარწმუნებული ვარ თუ ასე გაგრძელებს 1-2 წელიწადში ბელგის ნაკრებშიც მოხვდება და პლიუს ტოპ კლუბშიც
გელა
15:36 14-09-2021
0
გიორგი ძალიან მიზანდასახული ფორვარდია და მუდამ კარზეა დამიზნებული,მაგრამ ტაქტიკაში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს სასწავლი.მეცში სულ ერთი წუთი აქვს ნათამაშები,მაგრამ მისმა ტაქტიკურად არასწორმა მოქმედებამ,კლუბს გამარჯვება ხელიდან გააშვებინა.ნაკრებშიც იგრძნობოდა იგივე ნაკლი,თუმცა უზარმაზარი მონდომება აქვს და მჯერა,მალე აქაც გამოასწორებს ხარვეზებს.პირველი ლიგა,მაინც გაცილებით ძლიერია,მეორესთან შედარებით და ამის სწავლა,აუცილებლად მოუწევს.
სოსო
19:17 14-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული