ვერ შეაჩერეს, ვერა - მიქაუტაძის ჰეთ-თრიკი თასზე!

AutoSharing Option
ბელგიის თასის პირველ რაუნდში "სერენმა" სტუმრად 3:0 დაამარცხა ქვედალიგური "ლოკერენ-ტემსე" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა - ჰეთ-თრიკი საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ შეასრულა.

მიქაუტაძემ გოლები მე-7, 44-ე და 88-ე წუთებზე გაიტანა.

შეგახსენებთ, გიორგი "მეციდან" "სერენში" იჯარით ახლახან დაბრუნდა, "სტანდარდთან" ჟუპილერ ლიგის მე-7 ტურში მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე და ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ მას გუნდთან ერთად მხოლოდ ერთი ვარჯიში ჰქონდა ჩატარებული.

შემდეგ მატჩს "სერენი" ჩემპიონატზე 19 სექტემბერს გასვლაზე "ანტვერპენთან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ექსპერტებო და ჟურნალისტებო -ასეთი უნივერსალი თამაშობს ,სერენში,და ევროპა ვერ ამჩნევს ?სად ბელგიის ჩემპიონატი და ნაკრებების შესარჩევი თამაშები.
გელა
16:48 16-09-2021
1
სანიოლზე იმას ვწერდი კოსოვოს წინ, რომ ყველა მის გადაწყვეტილებას გავიგებ და პატივისცემიტ მოვეკიდები, მხოლოდ მიქაუტაძე რომ არ იყოს ძირითადში ეს იქნება აუხსნელიი თქო და არ დააყენა, ან არ დააყენებინეს, როგორც გინდათ ისე იყოს. სირცხვილია! ამას ქვია ზურგში დანის ჩარტყმა ფეხბურთში, იგივე წიტაიშვილის არ დეყენება კი არა საერთოდ არ გამოყვანა ესპანეთთან. ხვიჩას კორონას ტესტის გახმაურებაზე არაფერს აღარ ვამბობ ზედ მაკედონიასთან თამაშის წინ
გადასარევი გიორგი
14:09 16-09-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული