ვერ შეაჩერეს, ვერა - მიქაუტაძის ჰეთ-თრიკი თასზე!

AutoSharing Option
ბელგიის თასის პირველ რაუნდში "სერენმა" სტუმრად 3:0 დაამარცხა ქვედალიგური "ლოკერენ-ტემსე" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა - ჰეთ-თრიკი საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ შეასრულა.

მიქაუტაძემ გოლები მე-7, 44-ე და 88-ე წუთებზე გაიტანა.

შეგახსენებთ, გიორგი "მეციდან" "სერენში" იჯარით ახლახან დაბრუნდა, "სტანდარდთან" ჟუპილერ ლიგის მე-7 ტურში მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე და ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ მას გუნდთან ერთად მხოლოდ ერთი ვარჯიში ჰქონდა ჩატარებული.

შემდეგ მატჩს "სერენი" ჩემპიონატზე 19 სექტემბერს გასვლაზე "ანტვერპენთან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ესეთი თავდამსხმელი ცოტა მინახავს, სულ დარტყმაზეა მომართული. ფიზიკას რომ მოუმატოს ალბათ ტოპ კლუბში ერთი შანსი დასჭირდება და გაფრინდება. წარმატებები
0
რაც წინა თამაშებში ვერ გაიტანა ერთად აინაზღაურა დღეს წამრმატებები გიორგი იმედი მაქვს ასე გაგრძელებს
გიო
00:28 16-09-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული