კორეის ჩემპიონატის 29-ე ტურში ვაკო ყაზაიშვილმა გოლი გაიტანა.
ყაზაიშვილის "ულსანი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "დაეგუსთან". ამ მატჩში ქართველმა შემტევმა ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა, თუმცა საბოლოდ გამარჯვება მასპინძლებმა მოიპოვეს.
ყაზაიშვილმა მიმდინარე ჩემპიონატის 25 მატჩში 6 გოლი გაიტანა (ამას გარდა, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე 3 გოლი აქვს გატანილი), მისი გუნდი კი ლიდერია და უახლოეს მდევარ "ჩონბუკს" 1 ქულით უსწრებს.