ლობჟანიძე საგოლე პასით დაბრუნდა - "ჰათაისპორმა" თამაში შემოატრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საბა ლობჟანიძე დაბრუნდა და "ჰათაისპორს" გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

თურქეთის სუპერლიგის მეხუთე ტურში "ჰათაისპორი" პირველი ტაიმის შემდეგ 0:1 მარცხდებოდა საკუთარ მოედანზე "კაისერისპორთან", შესვენების შემდეგ შეცვლაზე ლობჟანიძე შევიდა, რომელმაც ტრავმა მოირჩინა, 52-ე წუთზე მარჯვენა ფრთაზე მეურვეს გაექცა და დიუფს საგოლე გადაცემა გაუკეთა. 71-ე წუთზე კი ელ კააბიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ლობჟანიძემ მიმდინარე ჩემპიონატის 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ჰათაისპორი" 10 ქულით მე-4 ადგილზეა და 22 სექტემბერს სტუმრად "გიოზთეფეს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
4 მატჩში , 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა.
დევკალიონი
22:54 19-09-2021
0
რაკეტაა ტიპი )) ,მიდი საბა არ გაჩერდე.
დევკალიონი
22:56 19-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული