ქართული გოლი კვიპროსში და დრამატული მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავთო ებრალიძემ კვიპროსის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა - 73-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა და მეტოქის კარი აიღო. ქართველი ლეგიონერის კლუბი "ომონიასთან" საოცრად დრამატულად დამარცხდა - 1:2.

"დოქსა", რომელმაც გასულ ტურში "ანორთოსისს" მოუგო, კიდევ ერთ გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა გოლები 93-ე (პენალტით) და 98-ე წუთებზე გაუშვა. ამ დროს ებრალიძე უკვე სატადარიგოთა შორის იმყოფებოდა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო ტურში, 24 სექტემბერს "ახნასს" მიიღებს.

altებრალიძე პორტუგალიიდან კვიპროსში და ლუქსემბურგელებთან შეუთანხმებლობა

მკითხველის კომენტარები / 2 /
კიპროსმა მშვენიერი ჩემპიონატი დააყენა საბოლოო ჯამში , კარგი მატჩებია , ხალხი დადის , ევროპულ ტურირებზეც იჩითებიან , ნეტა ჩვენ გქვონდეს ეგეთი ჩემპიონატი , სხვათაშორის რეიტინგშიც საკაიფოდ არიან .
ლშა_იუვენტინო
21 სექტემბერი 2021 14:29
0
რითია მშვენიერი ჩემპი ამდენი ქართველი რომაა მაგიტომ?DDDDDDDDDDDDდ
hhh
21 სექტემბერი 2021 18:39
1

სიახლეები პოპულარული