"ორი გოლი გაგვიუქმეს, ძალიან მიკერძოებულნი იყვნენ" - ქართველი ლეგიონერი გაოცებულია

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-3 ტურში "ომონიასა" და ავთო ებრალიძის "დოქსას" მატჩმა (2:1) დაძაბულადა და სკანდალურად ჩაიარა. მასპინძლებმა ორივე გოლი მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაიტანეს. შეხვედრაში ანგარიში 29 წლის ქართველმა ლეგიონერმა გახსნა, რომელიც თემურ ქეცბაიას დროს ეროვნულ ნაკრებშიც გამოდიოდა.

sportall.ge ებრალიძეს კვიპროსში დაუკავშირდა:

"ემოციური მატჩი გამოდგა. ფაქტობრივად, 11 ფეხბურთელი 14-ის წინააღმდეგ ვიყავით - არბიტრები ძალიან მიკერძოებულები იყვნენ!

ჩემს გატანამდე 2 გოლი გაგვიუქმეს, უსამართლოდ მოგვექცნენ...

შეხვედრის ბოლოს, კაცნაკლული, მეტოქის მსგავსად, ჩვენც
დავრჩით - ჩრდ. მაკედონიის ნაკრების მეკარე შიშკოვსკიმ შეცდომა დაუშვა, ბურთი დაკარგა, პენალტი აიკიდა და გააძევეს. 98-ზე კი ჩაწოდების შემდეგ გაგვიტანეს.

"ომონია" ყველანაირად დავჩაგრეთ. სამი ქულის აღების სემთხვევაში, მეორე ადგილზე უკვე სტაბილურად ვიქნებოდით.

რაც შეეხება კვიპროსის ჩემპიონატს - დონე ძალიან მომატებულია და უამრავი მაღალი კლასის მოწინააღმდეგესთან გვიწევს თამაში."

"დოქსა" მომდევნო ტურში, 24 სექტემბერს "ახნასს" უმასპინძლებს.

altქართული გოლი კვიპროსში და დრამატული მარცხი [VIDEO]

altქეცბაიამ გრაფიკზე დაიჩივლა, ლორიამ ბოლოს მაინც გაუშვა - "ანორთოსისის" პირველი გამარჯვება

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამხელა გამოცდილების იგროკია, ფორმაშია, რატოარ იძახიან ნაკრებში, ყოველთვის ჩაგრავენ, ბევრჯერ იმსახურებდა ეგა და არასდროს არ ათამაშეს
ლევან მაღლაკელიძე
00:21 24-09-2021
0
ასეთი მსაჯობა ევროპაში სსრკ-ს მერე არ მინახავს. ებრალიძე ძალიან კარგ ფორმაშია, მაგრამ სანაკრებო არაა, რადგან ერთი ნაკლი აქვს - ბათუმის „დინამო“-ში არ თამაშობს.
რა გვეშველება?
08:05 22-09-2021
0

სიახლეები პოპულარული