არადამაჯერებელი "ვალენსია" და მამარდაშვილი და მარცხი სევილიაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-6 ტურში „ვალენსია“ სტუმრად 1:3 დამარცხდა „სევილიასთან“.

მატჩი სტუმართათვის საშინლად დაიწყო, უკვე 22-ე წუთზე 0:3-ს აგებდნენ, მეკარე გიორგი მამარდაშვილი კი დამაჯერებელი ვერ იყო, განსაკუთრებით მეორე გოლის გაშვებისას. თუმცა, შესვენებამდე დურომ დიეგო კარლოსისგან რიკოშეტით ანგარიში შეამცირა. მეორე ტაიმში მასპინძლები თამაშის გამწვავებას მოერიდნენ, ტემპი დააგდეს და მატჩი მშვიდად მიიყვანეს ლოგიკურ დასასრულამდე.

რა თქმა უნდა, გიორგი საუკეთესოდ ვერ გაისარჯა, მაგრამ ვერც მისმა თანაგუნდელებმა ივარგეს (მეტადრე მცველებმა) და ყველაფრის ქართველისთვის გადაბრალება მართებული არ იქნება.

„ვალენსიამ“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 10 ქულით ჯერჯერობით
მე-4 ადგილზეა, 25 სექტემბერს „ბილბაოს“ უმასპინძლებს და იმედია, მწვრთნელი ბორდალასი მამარდაშვილს კვლავ გამოუცხადებს ნდობას.

სევილია. „სანჩეს პისხუანი“
სევილია - ვალენსია 3:1
გოლები: 1:0 გომესი (3), 2:0 ლატო (15, საკ. კარში), 3:0 რაფა მირი (22), 3:1 დურო (31)

მკითხველის კომენტარები / 29 /
საცოდაობაა უკვე მამარდაშვილის თამაშზე ყურება, ნუ თუ ნეიტრალური გულშემატკივარი ხარ კარგად იხალისებ მამარდაშვილის თამაშზე. კარის ხაზს რო ტოვებს მეკარეს კარები ასე ეკარგებოდეს მამარდაშვილის გარდა სხვა მეკარე არ მინახია, ჩაწოდებული ბურთის ტრაექტორია ასე ვერ გამოიცნოს სხვა მეკარე არ მინახია, ნუ ფაქტია რომ არ არის იმ დონის სადაც გამართლების და იღბლის გამო მოხვდა, გამართლებით ფონს დიდხანს ვერ გახვალ თუ ცოდნაც არ გაქვს, მამარდაშვილს კი ჯერჯერობით მხოლოთ იღბალი აღმოაჩნდა და ცოდნა არა. ასე რომ არაფერი განსაკუთრებული მასში ჯერ ჯერობით არაა, ის რომ რამდენიმე მატჩი ვალენსიას ძირითადში ჩაატარა საერთოდ არაფერს ნიშნავს, ეგრე ჰოლანდიელი დრენტე რეალში თამაშობდა რამდენიმე ხანი და მერე რუსეთის მეორე ლიგის ალანიაში აღმოჩნდა.
dinamo
23 სექტემბერი 2021 13:46
7
გიორგი უდაოდ ნიჭიერი მეკარეა, მგონია რომ წინა თამაშებში შეცდომების გამო თვითრწმენა დაკარგა. დარწმუნებული ვარ ის იტყვის თავის სათქმელს.
ეს თამაში კი კოშმარი იყო, სამივე გოლო მამარდაშვილის შეცდომებს მოყვა. ალბათ ადგილსაც დაკარგავს ძირითადში. მაგრამ ამით არაფერი მთავრდება. წარმატებები გიორგის!
Irakli
23 სექტემბერი 2021 13:00
0
ადრეც დავწერე.ვალენსია ( როგორც მინიმუმ დღეს) არის სუსტი გუნდი განსაკუთრებით არ უვარგათ თავდაცვა და შეტევა მოძრაობენ ქაოტურად,გუნდს არ ეტყობა მწვრთნელის ხელი.გიორგი ძალიან დიდი წნეხის ქვეშაა,რადგან ასე უეცრად და სწრაფად გახდა პირველი ნომერი.ვუსურვებ დამშვიდებას და გაძლებს იმ დიდ გზაზე,რომელსაც დიდი ფეხბურთი ჰქვია.
Simartle
23 სექტემბერი 2021 01:22
6
მამარდა ხაზზე ძლიერია. ჩემი აზრით ჯობია იშვიათად გვიდეს წინ
Რაგბის ფანი
23 სექტემბერი 2021 02:03
2
უარყოფითი: რბილია, ფეთქებადი რეაქცია არ უვარგა, ხტობადობა არა საკმარისი აქვს, გამოსვლებზე თვითდარწმუნებული ვერ არის, ცოტა მძიმეც არის, ნუ ყოველშემთხვევაში მის ტანს, ამ ეტაპზე სათანადოთ ვერ ფლობს.

დადებითი: ტანი მეკარისი აქვს, დინჯია, თამაშს კითხულობს და ადგილის შერჩევაც ეხერხება, ახალგაზრდაა(მეკარეები დიდ დონეზე 24 წლიდან იწყებენ თამაშს, 28 წლიდან კი კულმინაციას უახლოვდებიან, იმედია წინსვლას გააგრძელებს, თუ რა თქმა უნდა, მისი ასე ნაადრევად, არა მზად მყოფ მდგომარეობაში, ესპანეთის პირველობაზე მონაწილეობით, ხასიათი თუ არ გაუფუჭდა და არ დაჯაბანდა)

ასეთ ახალგაზრდულ, ადრეულ ასაკში, ქართველ მეკარეებს შორის გამოირჩეოდა თბილისის "დინამო"ს მეკარე თამაზ სტეფანია(20 წლის იყო დინამოს ძირითადში წარმატებულად დაიმკვიდრა ადგილი, 22 წლისა კი ავტოკატასტროფაში დაიღუპა). მამარდაშვილს, ჯვარი სწერია, თავისი მონაცემებით და თამაშით, სტეფანიასთან ახლოს ვერ მივა.
აი სიმართლე!..
23 სექტემბერი 2021 14:02
7
სამწუხაროდ, სამივე გოლში ბრალი მიუძღვის! არასწორი პოზიცია, დაგვიანებული რეაქცია ან მხოლოდ თვალის გაყოლება!
აქ ვკითხულობ, გადაუარეთ და გადმოუარეთო! კრიტიკაც უნდა აიტანოს და ქებაც მიიღოს!
ჩემი აზრით, ბოლო ორმა თამაშმა ყველას დაანახა, რომ აშკარად დაბალი დონის მეკარეა ლა ლიგის დონესთან მიმართებაში! საშუალო დონის ევროპულ გუნდს ნამდვილად დაამშვენებდა! ვერ მივიღებ არგუმენტად ჯერ 20 წლისააო! მე 1999 წელს პირადად მაქვს ნანახი 18-19 წლის იკერ კასილასის თამაში ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატზე! დაფრინავდა! ტანდაბალი კასილასი! მანარდაშვილი მაღალია, მაგრამ მაღალ ბურთზე ვერ გამოდის, ბურთის ხელში დაფიქსირება უჭირს, პოზიციას ვერ არჩევს და ა.შ.
მიშა
23 სექტემბერი 2021 13:14
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული