არადამაჯერებელი "ვალენსია" და მამარდაშვილი და მარცხი სევილიაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-6 ტურში „ვალენსია“ სტუმრად 1:3 დამარცხდა „სევილიასთან“.

მატჩი სტუმართათვის საშინლად დაიწყო, უკვე 22-ე წუთზე 0:3-ს აგებდნენ, მეკარე გიორგი მამარდაშვილი კი დამაჯერებელი ვერ იყო, განსაკუთრებით მეორე გოლის გაშვებისას. თუმცა, შესვენებამდე დურომ დიეგო კარლოსისგან რიკოშეტით ანგარიში შეამცირა. მეორე ტაიმში მასპინძლები თამაშის გამწვავებას მოერიდნენ, ტემპი დააგდეს და მატჩი მშვიდად მიიყვანეს ლოგიკურ დასასრულამდე.

რა თქმა უნდა, გიორგი საუკეთესოდ ვერ გაისარჯა, მაგრამ ვერც მისმა თანაგუნდელებმა ივარგეს (მეტადრე მცველებმა) და ყველაფრის ქართველისთვის გადაბრალება მართებული არ იქნება.

„ვალენსიამ“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 10 ქულით ჯერჯერობით
მე-4 ადგილზეა, 25 სექტემბერს „ბილბაოს“ უმასპინძლებს და იმედია, მწვრთნელი ბორდალასი მამარდაშვილს კვლავ გამოუცხადებს ნდობას.

სევილია. „სანჩეს პისხუანი“
სევილია - ვალენსია 3:1
გოლები: 1:0 გომესი (3), 2:0 ლატო (15, საკ. კარში), 3:0 რაფა მირი (22), 3:1 დურო (31)

მკითხველის კომენტარები / 29 /
არგინდათ ეს გამართლებები. აბა სილესენს ეთამაშა ესე გადაუვლიდით და მერე გადმოუვლიდით. ბოლო 3 თამაშია ძალიან ძალიან ცუდად თამაშობს ოსასუნადან რო დაიწყო რეალთან გააგრძელა და დღეს დაასრულა. ზედმეტად ნერვიულობს, რაც ლოგიკურია ჯერ ძალიან პატარაა, თან მეკარეა. არაუშავს სასწაულ გამოცდილებას აგროვებს. ზედიზედ 6 თამაში ლა ლიგაში უკვე სერიოზული ამბავია. ღმერთმა მისცეს ძალა რომ ასახელოს ქვეყანა და რაც მთავარია ფსიქოლოგიურად დამშვიდდეს და უბრალოდ მოეშვას.
2
არ დაბლოკოთ!
გიორგი, მაგრა გაგიმართლა ასეთი დიდი გამოცდილების 20 წლის ასაკში მიღება!
6 მატჩი შეუცვლელად!!! თანაც ითამაშო რეალის და სევილიას წინააღმდეგ, როცა შენი გუნდის დაცვა ვერ არის თავის დონეზე?
გამოსვლაზე და ხაზზე რა გაქვს დასახვეწი ამაზე შენ თვითონაც დაფიქრდები და მაქ ხომ გეყოლება და გეყოლება პროფესიონალი დამრიგებლებიც (მათ შორის ფსიქოლოგიც)!
20 წლის მეკარეს კი არა ცნობილ და გამოცდილ მეკარეებს აქვთ ისეთი ბურთები გაშვებული, რომ! მოკლედ ხდება რა!
მთავარია დროულად (როგორც ყველა საქმეში) სწორი დასკვნების გაკეთება!
წარმატებები!


გია
08:24 23-09-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული