"გენტი" ჟუპილერ ლიგის მე-8 ტურში ბრიუსელში "ანდერლეხტს" დაუპირისპირდება. სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სასტარტოში დააყენა.
ჩაკვეტაძე გასულ ტურში "კორტრეიკთან" წაგებულ მატჩში (0:1) 63-ე წუთზე რომან ბეზუსის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე, აქტიური იყო და როგორც ჩანს, მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ მზადაა.
მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.