გაბრაზებული ქეცბაია, პოლონელის ჰეთ-თრიკი და ქართველის დუბლი [VIDEO]

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" კვიპროსის ჩემპიონატში სამიდან მეორე შეხვედრაში, ამჯერად "არისთან" სტუმრად დამარცხდა - 2:3. გიორგი ლორიასთან ერთად, ნიკა ნინუაც ძირითად შემადგენლობაში იყო (პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს), ნიკა კაჭარავა კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

ფამაგუსტას კლუბმა საკუთარ კარში მე-18 წუთზე უკვე 3 გოლი მიიღო. პოლონელმა მარიუს სტეპინსკიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა. მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე, ანგარიში უკვე 3:2 გახდა და ქეცბაიას გუნდს შეხვედრის გადასარჩენად საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა, თუმცა ვერ მოახერხა.

მატჩის შემდეგ, ქ
ართველი სპეციალისტი ძალიან გაბრაზებული იყო:

"ბევრჯერ ვთქვი, რომ წელს იოლი თამაშები არ გვექნება. ნებისმიერი გუნდი ბოლომდე იხარჯება. სამი გოლი ისე გავუშვით, თითქოს მოედანზე არც ვყოფილვართ.

გუნდს, რომელსაც მიზნად ჩემპიონობა აქვს, დაცვაში ასეთი თამაში არ ეპატიება. სამ შეხვედრაში 7 გოლი გავუშვით. როგორც ჩანს, ზოგიერთები ფიქრობენ, რომ კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრით მიზანი უკვე შევასრულეთ. 

ბევრი კარგი მოთამაშე დავიმატეთ და არ მეგონა, ასეთ სიტუაციაში თუ აღმოვჩნდებოდით."

"ანორთოსისი" კონფერენს ლიგაზე "გენტს" 30 სექტემბერს დაუპირისპირდება, 3 ოქტომბერს კი მურთაზ დაუშვილის, თორნიკე ოქრიაშვილისა და გიორგი ქვილითაიას "აპოელს" მიიღებს.


აზერბაიჯანის ჩემპიონატში დავით ვოლკოვმა მორიგი დუბლი შეასრულა. "ზირამ" "საბაილი" სტუმრად 2:1 ქართველი ფორვარდის წყალობით დაამარცხა. 26 წლის ფეხბურთელისთვის ეს მეორე დუბლი და 5 მატჩში ამდენივე გოლია. იმედია, მისი წარმატებული სერია ასევე გაგრძელდება.

altგვილია ვარშავაში დაბრუნდა - "რაკუვმა" "ლეგიას" სძლია

altსულ სხვა ჩაკვეტაძე - გიორგიმ მწვრთნელი განაცვიფრა



მკითხველის კომენტარები / 3 /
არ შეიძლება მუდმივად ფეხბურთელბისკენ ხელის გაშვერა. შეხედეთ ბორდასალს. მამარდაშვილის მიმართ კრიტიკა არ დასცდენია იმ რთული თამაშების შემდეგაც. თემო გულიანია, ფეხბურთელიც ეგეთი იყო და მწვრთნელიც მაგრამ აშკარად უჭირს ურთიერთობების დალაგება. არ შეიძლება სულ სხვისკენ იშვერდე ხელს და საჯაროდ აკრიტიკებდე ფეხბურთელებს. ის ფეხბურთელები გყავს რა ლიგაშიც ხარ, მითიმეტეს შენი მოყვანილია უმრავლესობა. არ შეიძლება რომ სულ შენ იყო მართალი
ფსიქოლოგიაში უჭირს თემოს
16:41 26-09-2021
7
ბიჭო, ახლა შენი კრიტიკის შიშით ხმას არ ამოიღებს საწყის 18 წუთში 3 გოლი თუ გაუშვა გუნდმა! კარგები არიან და ასე არ უნდა ემართებოდეთო, უთქვამს, თორემ მაგათი დედაო, სად წაიკითხე?! ფსიქოლოგიაში უჭირსო, ისე წერ, თითქოს თავად ავლიპა იყო, ან დეილ კარნეგი! თუ თვით ზიგმუნდი ხარ, ჰა? არ დაგვიმალო!
რა გვეშველება?
21:21 26-09-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული