ფამაგუსტას კლუბმა საკუთარ კარში მე-18 წუთზე უკვე 3 გოლი მიიღო. პოლონელმა მარიუს სტეპინსკიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა. მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე, ანგარიში უკვე 3:2 გახდა და ქეცბაიას გუნდს შეხვედრის გადასარჩენად საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა, თუმცა ვერ მოახერხა.
მატჩის შემდეგ, ქ
"ბევრჯერ ვთქვი, რომ წელს იოლი თამაშები არ გვექნება. ნებისმიერი გუნდი ბოლომდე იხარჯება. სამი გოლი ისე გავუშვით, თითქოს მოედანზე არც ვყოფილვართ.
გუნდს, რომელსაც მიზნად ჩემპიონობა აქვს, დაცვაში ასეთი თამაში არ ეპატიება. სამ შეხვედრაში 7 გოლი გავუშვით. როგორც ჩანს, ზოგიერთები ფიქრობენ, რომ კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრით მიზანი უკვე შევასრულეთ.
ბევრი კარგი მოთამაშე დავიმატეთ და არ მეგონა, ასეთ სიტუაციაში თუ აღმოვჩნდებოდით."
"ანორთოსისი" კონფერენს ლიგაზე "გენტს" 30 სექტემბერს დაუპირისპირდება, 3 ოქტომბერს კი მურთაზ დაუშვილის, თორნიკე ოქრიაშვილისა და გიორგი ქვილითაიას "აპოელს" მიიღებს.
აზერბაიჯანის ჩემპიონატში დავით ვოლკოვმა მორიგი დუბლი შეასრულა. "ზირამ" "საბაილი" სტუმრად 2:1 ქართველი ფორვარდის წყალობით დაამარცხა. 26 წლის ფეხბურთელისთვის ეს მეორე დუბლი და 5 მატჩში ამდენივე გოლია. იმედია, მისი წარმატებული სერია ასევე გაგრძელდება.