კიტეიშვილი Sky Sports-მა გამოარჩია

AutoSharing Option
გრაცის "შტურმის" ქართველი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა - ის Sky Sports Austria-ს რჩეულებშია.

25 წლის ფეხბურთელმა კრიზისში მყოფი ვენის "რაპიდის" სტუმრად დამარცხებაში (3:0) დიდი როლი შეასრულა - ორი საგოლე პასი ჩაიწერა. კიტეიშვილი ბუნდესლიგაში 4 გოლისა და ამდენივე საგოლე პასის ავტორია.

ოთარი სექტემბრის სანაკრებო შეხვედრებს კარგ სათამაშო ფორმაში შეხვდა, თუმცა კოსოვოსთან ბათუმურ შეხვედრაში (0:1) ტრავმის გამო ნაადრევად შეცვალეს. ვილი სანიოლს ოქტომბრის (საბერძნეთთან და კოსოვოსთან) დაპირისპირებებშიც მისი დიდი იმედი ექნება.

რაც შეეხება "შტურმს" - 30 სექტემბერს
ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პსვ-ს უმასპინძლებს; ავსტრიის ჩემპიონატში კი, სადაც მე-2 ადგილს იკავებს, 3 ოქტომბერს "ჰარტბერგს" ესტუმრება.


altკიტეიშვილის საგოლე პასები "რაპიდთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს სეზონი გარდამტეხი იქნება კიტესთვის. აშკარად გამოირჩევა ავსტრიაში და გერმანელები აქტიურად აკვირდებიან. 9 თამაშში 8 შედეგიანი მოქმედება ძალიან მაგარი შედეგია. თუ სეზონი ასევე სტაბილურად ჩაამთავრა მისით ლაიფციგი, დორტმუნდი, გლადბახი დაინტერესდებიან. თუ მოუკლო შტუტგარტი, ლევერკუზენის დონის კლუბები.
Zaza
12:18 28-09-2021
0
ოთარი მზადაა ბუნდესლიგისთვის
შაკო
22:49 27-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული