მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რთული შეხვედრა ივარაუდა:
"ჩვენ საკუთარ მოედანზე ცუდად დავიწყეთ და გვსურს, მდგომარეობა გამოვასწოროთ. "პაოკმა" "ლინკოლნთან" აუცილებელი ქულები უკვე მოიპოვა. უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველოდება, რომელიც პირველი ან მეორე ადგილის ბედს გადაწყვეტს.
მეტოქე კარგად ორგანიზებული გუნდია, თანაც, გულშემატკივართა მხარდაჭერაც ექნებათ, თუმცა ჩვენ ძალა, თავდაჯერება და გამარჯვების სურვილი უნდა ვაჩვენოთ.
პირველ რიგში,
ჯგუფის ლიდერმა, დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა", სლოვაკები სტუმრად (3:1) დაამარცხა და დღეს აუტსაიდერ "ლინკოლნს" უმასპინძლებს. შეგახსენებთ, ოთხეულების გამარჯვებულები პლეი-ოფში პირდაპირ გადიან, მეორეადგილოსნებს კი ევროპა ლიგაზე მესამე ადგილზე გასულ გუნდებთან მოუწევთ ბრძოლა.
ქეცბაიასთვის ჩაკვეტაძის გარეშე დარჩენილ "გენტთან" გამარჯვება მოულოდნელი არ იქნება