"რუბინის" მეკარე: გაცუდებული პენალტის შემდეგ ხვიჩამ ცხვირი ჩამოუშვა და თამაშს თავი მიანება

AutoSharing Option
"ნიჟნი ნოვგოროდთან" 0:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი "რუბინის" მეკარე იური დიუპინმა გააკეთა:

"ჩვენ მეტოქის თამაში გავარჩიეთ, მათ მომენტები ჰქონდათ, როდესაც სამი ფეხბურთელი მოწინააღმდეგის საჯარიმოში შედის და ბუნებრივია მათ წინააღმდეგ სამი მოთამაშის დატოვებაა საჭირო, რათა უპირატესობა არ ჰქონდეთ. ჩვენ ასე უნდა გვქონოდა, მაგრამ თუ თამაშს გავამწვავებდით, ამას საჯარიმოში ჩაწოდება უნდა მოჰყოლოდა და იქ 1-2 ფეხბურთელი გვყოლოდა.

ხვიჩა, მაგალითად, დღეს ძალიან ხშირად "იჩხირებოდა სიფართოვეში", მან კი იცის, რომ უკვე უნდა ითამაშოს, შორეული ძელი ჩაკეტოს, მე მას ვუყვიროდი, ვუყვიროდი, მან კი გაცუდებული პენალტის შემდეგ
ცხვირი ჩამოუშვა და საერთოდ მიატოვა თამაში. ამიტომ, ვფიქრობ, ფსიქოლოგიურ მომენტზე უნდა დავილაპარაკოთ. ეს ფეხბურთია. ვერ გაიტანე პენალტი - შენ ხომ კიდევ 30 წუთი გაქვს, შეცდომის გამოსასწორებლად ყველაფრის გაკეთებაა საჭირო. მან კი ყველაფერი მიატოვა და თამაშს თავი მიანება. მიზეზი მრავალ ფაქტორშია, მაგრამ რაც დავასახელე - ძირითადია.

მკითხველის კომენტარები / 17 /
როდის იყო თანაგუნდელს ასე საჯაროდ აკრიტიკებდნენ? თან ასეთი მენტორული ფორმით? როგორც ჩანს რაღაც ძალიან არის არეული გუნდში და კვარასთან მიმართებაშიც ურთიერთობები აშკარად შეცვლილია.

გიორგი
11:56 03-10-2021
0
რა დღეში ჩააგდეს ვაი მოკეთეებმა.თუ ქართველს სიკეთის პირი უჩანს, მას რათ უნდა გარე მტერი, შიგა მტერიც ეყოფა.ამ დროს გარე მტერი მხოლოდ იცინის ჩვენს შეუგნებლობაზე.
ილია
10:25 03-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული