მიქაუტაძე სიტყვის კაცია - ჰეთ-თრიკი შეასრულა და "ზულტე ვარეგემი" გაანადგურეს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თქვა „სერენის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ, რომ ბელგიის ჩემპიონატზე ზედიზედ სამი მარცხი დიდ გუნდებთან განიცადეს და მე-10 ტურში საკუთარ მოედანზე „ზულტე ვარეგემს“ აუცილებლად დაამარცხებდნენ. დაამარცხეს კიდეც - 5:1.

ანგარიში მე-8 წუთზე მიქაუტაძემ პენალტით გახსნა, შემდეგ შესვენებამდე მეკარე ბოსუტმა ორჯერ არ დაანება გატანა. გიორგი ძალინ აქტიური იყო, თანაგუნდელი მაზიზი გოლკიპერთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან მეტოქის კარის დალაშქვრა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ ჯალოუმ გაიტანა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მაზიზმაც დაამწუხრა მოწინააღმდეგე -3:0.

66-ე წუთზე „ზულტე-ვარეგემმა“ ანგარიში შეამცირა, რის შემდეგაც გიორგიმ
კიდევ ორჯერ გაიტანა, ჰეთ-თრიკი შეასრულა, თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და 86-ე წუთზე შეცვალეს. ისიც აღსანიშნავია, რომ მან 74-ე წუთზე სტუმართა გუნდის ნახევარმცველ ბოიას წითელი ბარათი მიაღებინა. sporza.be მატჩის მიმოხივლაში წერს, რომ ქართველი ნამდვილი ვარსკვლავია.

გიორგიმ ჩემპიონატის 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა (თასზე მის ანგარიშზე 3 გოლია), ხოლო „სერენი“ 12 ქულით მე-13 ადგილზეა და 16 ოქტომბერს გასვლაზე ლიდერ „უნიონს“ შეხვდება, რომელიც ამ სეზონში გადავიდა ჟუპილერ ლიგაში.

მიქაუტაძე ამ მატჩის შემდეგ საქართველოში ჩამოვა და ნაკრებს შეუერთდება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ოხ შენ გაგახარა ღმერთმა ჟორჟ,ეგრე რა.
დევკალიონი
03 ოქტომბერი 2021 20:05
0
საღოლ ჟორჟ . ვამაყობთ შენით
ტოტტი
03 ოქტომბერი 2021 20:12
0
ეგრე რა ბიჭო მაღირსეთ საქართველოს ნაკრებს, რომ თავდამსხმელი ყავდეს! მაგარიხარ გიო!
დიმო
03 ოქტომბერი 2021 20:59
0
ოქროს ბიჭი
Solo
04 ოქტომბერი 2021 00:53
0
დააკვირდით ბიჭს ფეხებზე როგორი კუნთები აქ, ცხონებული დარასელია გამახსენდა(მისი წლები შეემატოს) აი რას ნიშნავს საჰრანგეთის სკოლა რომ აქვს ბავშვობიდან გავლილი, ჩაკვეს, კიტეს და ხვიჩას მსგავსი სკოლა რომ ქონდეთ გავლილი კი არ ექნებათ ასეთი ხშირი ტრამვები,
hhh
03 ოქტომბერი 2021 20:28
2
გოლის საოცარი ალღო აქვს, ქართველი ოუენი ან მიულერი გვეზრდება,,,
კ ო მ ბ ლ ე
04 ოქტომბერი 2021 00:06
3
რამაზ შენგელია ტეხავს, ხო? ))))))))))
levan
04 ოქტომბერი 2021 00:50
0
იმედი მაქვს სეზონის ბოლომდე მინიმუმ 20 გოლზე ავა ჯერ კიდევ ბევრი თამაშია დარჩენილი ჩემპიონატი თასი შესაძლოა პლეიფებიც წარმატებები გიორგის
გიო
03 ოქტომბერი 2021 23:29
1
მოკითხვა ქვილითაიას და საქართველოს ნაკრების მწვრთნელებს, არ დაგავიწყდეთ, ისევ დაუძახეს. მაგას ბერიძე ცალფეხა რომ იყოს, მაინც სჯობია
и
03 ოქტომბერი 2021 20:53
1
ამ ბიჭს ქართულ პასპორტი გიორგი უწერია ნეტა თუ ჟორჟ? ეს რა შუაშია და ეს მართლა კაი ბიჭი გვეზრდება მემგონი
ზუუსი
03 ოქტომბერი 2021 21:11
0
დაფრინავს!
Biannkoneri
03 ოქტომბერი 2021 20:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული