ჩაკვეტაძემ მეტოქე გუნდის ფეხბურთელ პეტერ გერკენსს უკნიდან ტერფში ჩაარტყა და მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მოედანი დაატოვებინა.
გიორგი არასოდეს ყოფილა უხეში მოთამაშე, პირიქით, მუდამ მას ეუხეშებოდნენ, მაგრამ ამჯერად უნებურად გამოუვიდა და მისი გუნდი კაცნაკლული დარჩა. მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა უკმაყოფილება გამოხატა არბიტრის გადაწყვეტილების გამო, მაგრამ ამას უკვე არავითარი აზრი არ ჰქონდა.