უნგრეთის ჩემპიონატში "ფეჰერვარის" თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა თავი.
მე-9 ტურში "ფეჰერვარმა" 2:1 დაამარცხა "ჰონვედი", ამ შეხვედრაში კი ანგარიში სწრაფი კონტრშეტევისას ზივზივაძემ ეფექტური დარტყმით 26-ე წუთზე გახსნა.
ბუდუმ ჩემპიონატის 5 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო მისი გუნდი 14 ქულით მე-4 ადგილზეა და 22 ოქტომბერს ბუდაპეშტში გიორგი ბერიძის "უიპეშტს" დაუპირისპირდება.