ჩაკვეტაძის 80 წუთი, კარგი თამაში და "გენტის" გამარჯვება ბელგრადში

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მესამე ტურში "გენტმა" ბელგრადში "პარტიზანი" 1:0 დაამარცხა. გოლი 59-ე წუთზე კუმსმა გაიტანა.

მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა ჩაკვეტაძეს ნდობა გამოუცხადა, სასტარტოში დააყენა და არც შემცდარა - ქართველმა 80 წუთი ითამაშა, კარგად, ხალისიანად, როგორც სჩვევია, პასებს ანაწილებდა; თავდამსხმელი დეპუატრი ორჯერ გაიყვანა ხელსაყრელ პოზიციაზე. თავადაც ჰქონდა ორი მომენტი, ჯერ კარს ააცილა, შემდეგ კი მეკარე პოპოვიჩმა არ დაანება გატანა. მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, მძიმე ტრავმების მერე მალე ძველ ჩაკვეტაძეს ვიხილავთ.

"გენტმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, B ჯგუფში ლიდერია, მეორეადგილოსან "პარტიზანს" 3 ქულით
უსწრებს და სერბულ გუნდს 4 ნოემბერს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
უუჰ შენ გენაცვალე ჩაკვეე!!! მიდი ძმაო, შენ, კვარამ და სხვებმა უნდა გაგვახაროთ მრავალი წლები!
შოთა-მილანი
09:17 22-10-2021
1
უბრალოდ მაღალი საფეხბურთო ინტელექტის გამო ათამაშებენ მალე ფიხ კონდიციებსაც წამოწევს დაუშვებს დრიბლინგებს
beqa
11:44 22-10-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული