ჩაკვეტაძე მხოლოდ რამდენიმე წუთით ათამაშეს - დროა, თავი წარმოაჩინოს

AutoSharing Option
ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-12 ტურში "გენტმა" გასვლაზე 3:0 დაამარცხა "გენკი", სტუმართა გუნდის ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს კი ამჯერად მცირე სათამაშო დროით მოუწია დაკმაყოფილება.

სამიოდ დღის წინ კონფერენს ლიგაზე "პარტიზანთან" მან 80 წუთი დაჰყო მოედანზე, ხოლო ახლა 87-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე. აშკარაა, სამწუხაროდ, ტრავმების შემდეგ ფორმაში ჩადგომა ძალიან უჭირს და შედეგიანი მოქმედებითაც კარგა ხანია არ გამოუჩენია თავი (ბოლოს საგოლე გადაცემა 26 სექტემბერს "სერკლ ბრიუგესთან" გააკეთა). მან მიმდინარე ჩემპიონატის 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გოლი არ გაუტანია, ორი საგოლე პასი კი გააკეთა.

"გენტმა" ყველა
ტურნირზე ერთი კვირის განმავლობაში ზედიზედ სამი გამარჯვება იზეიმა, სატურნირო ცხრილში 17 ქულით მეცხრე ადგილზეა, 27 ოქტომბერს თასის 1/16-ფინალში სამოყვარულო "ბელისია ბილზენს" უმასპინძლებს, 1-ელ ნოემბერს - ჩემპიონატის ლიდერ "უნიონს", 4 ნოემბერს კონფერენს ლიგაზე "პარტიზანს" მიიღებს, ხოლო 7 ნოემბერს გიორგი მიქაუტაძის "სერენს" ესტუმრება.

ასე რომ, სამ ფრონტზე მოასპარეზე "გენტს" საკმაოდ მჭიდრო კალენდარი აქვს და გიორგის თავის წარმოჩენის საშუალება მიეცემა. მთავარია, ტრავმის მიღების შიში დაძლიოს, გაბედულად შევიდეს ორთაბრძოლებში, შეუტიოს და ძველებურად ათამაშდება. ის ხომ უზომოდ ნიჭიერია და ეს ნიჭი არსად დაუკარგავს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
გუშინ ადგა ბიჭი-ხუთშაბათს სერბეთში ითამაშა და კვირას რატო უნდა ეთამაშებინა,თან საშუალება აქვს როტაციის,სრულიად გაუმართლებელი იქნებოდა გიოს ძირითადი-ჯერ ვერ ითამაშებს კვირაში 3 თამაშს.სამაგიეროდ წინ ბევრი თამაშია +ნაკრების 2 თამაში და მათავარია ამ სეზონში ფორმა დაიბრუნოს-საჩქარო არაფერია.მთავარია ჯანმრთელად იყოს.
Levani
11:23 25-10-2021
0
საჩქარო არაფერია დიდი დრო გაუცდა და ადვილი არაა ასე მალე ფრენა დაიწყოს. მთავარია ჯამრთელად არის დანარჩენს კი ნელანელა დაიბრუნებს.
ZIKO
10:40 25-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული