უნგრეთის თასის 1/16-ფინალში გიორგი ბერიძის დუბლით "უიპეშტმა" სტუმრად მეორე ლიგის "ბუდაფოკი" 2:1 დაამარცხა.
ბერიძემ თავისი გუნდი 47-ე წუთზე პენალტით დააწინაურა. 64-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო 88-ე წუთზე ქართველმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
გიორგიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 5 გოლი გაიტანა.
"უიპეშტი" 1/8-ფინალში გავიდა და მეტოქის ვინაობას ხვალ შეიტყობს.