"ჰათაისპორმა" "ბეშიქთაშს" ლობჟანიძის გოლით მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის სუპერლიგის მე-11 ტურში „ჰათაისპორმა“ საკუთარ მოედანზე „ბეშიქთაში“ 1:0 დაამარცხა.

გოლი მე-6 წუთზე საბა ლობჟანიძემ გაიტანა. მაროკოელი თავდამსხმელის აიოუბ ელ კააბის დარტყმული ისედაც გადიოდა კარში, მაგრამ საბამ ბოლო მომენტში ბურთს ფეხი წაარტყა. ის 71-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 11 მატჩში 4 გოლი და 5 საგოლე პასია.

„ჰათაისპორი“ 23 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ტრაბზონსპორს" 4 ქულით ჩამორჩება და 7 ნოემბერს „ადანა დემირსპორს“ სტუმრად შეხვდება.

altლობჟანიძე დაფრინავს - კიდევ ერთი საგოლე პასი

მკითხველის კომენტარები / 18 /
საბას რომ არ გაეტანა ავტოგოლად ჩაითვლბოდა,საბას აძლევდა პასს და რიკოშტით გადიოდა
სწორად მოიქცა
30 ოქტომბერი 2021 20:19
10
ცხრიანში გაახვია! ტეხავს არა?
კ ო მ ბ ლ ე
31 ოქტომბერი 2021 02:54
1
არ გკიდიათ? ბიჭი ყველაფერს აკეთებს გუნდისთვის. ეს გადამწყვეტი გოლი იყო და ბევრი ფიქრი არ უნდოდა, მთავარია მოიგეს. წარმატებები
David
30 ოქტომბერი 2021 21:22
7
ეტყობა რომ ბურთი რომ გავიდოდა მერე დაამატებდა (რომ იციანბ ხოლმე გოლის მერე კიდევ რომ ურტყავენ გახარებულები) და შემათხვევით შეეხო ბურთს მაგრაამ მაინც არ გამოჩდა ლამაზად ! და მაყურებლებიც ეტყობა მაგას უსტვენდნენ განმეორების დროს რომ ისმის სტვენა და უუუუუუუუს ძახილი @ მთავარია ეხლ არ დაიგრუზოს ამის გამო
zura222
31 ოქტომბერი 2021 07:53
0
Burti xazs iqet iyo.. ra gaitana?
Vava
30 ოქტომბერი 2021 20:29
3
ბერიძე ზივზივაძე აქ ეს ავსტრიაში კიტეიშვილი კიდე ვინმე არ გამომრჩეს და ნაკრებში რა გჭირთ? არ დამიწყოთ ახლა თანაგუნდელები არ უვარგაო რახან ნაკრებში ხელფასები არ გაქვთ ბოლომდე არ იხარჯებით თუ რა ბაზარია?
ნოდო
30 ოქტომბერი 2021 19:30
6
ვისაც ფეხბურთი გვითამაშია, დამეთანხმება რომ ძალიან რთულია თამაშის დროს გააკონტროლო შენი თავი და უცებ გადახარშო რას აკეთებ, როცა მითუმეტეს ხარ თავდამსხმელი და დგეხარ კარის წინ ბურთთან ერთად.

ეს ინსტიქტურად მოუვიდა დარწმუნებული ვარ საბას და ღირსეული პასუხიც დაუბრუნა თავის თანაგუნდელს.

წარმატებები
ფეხბურთი
31 ოქტომბერი 2021 04:53
0
უკეთესი იქნებოდა საერთოდ არ შეხებოდა . კარის ხაზზე მირტყმა არ იყო ლამაზი.
REZO
31 ოქტომბერი 2021 07:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული