ლობჟანიძის ბოდიში თანაგუნდელს და ფიფას აღიარება

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის მე-11 ტურში „ჰათაისპორმა“ სახლში საბა ლობჟანიძის გოლით 1:0 სძლია „ბეშიქთაშს“ და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. საბა ელ კააბის დარტყმულ ბურთს, რომელიც კარში გადიოდა, კარის ხაზზე შეეხო და გოლი მას ჩაეთვალა. ნამატჩევს ქართველმა თანაგუნდელს თავისი „ფეისბუქის“ გვერდით მოუბოდიშა:

„ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა ბეშიქთაშის წინააღმდეგ. უნდა ვაღიარო, რომ თავს ცუდად ვგრძნობ ელ კააბის მიმართ, რადგან ვაღიარებ, რომ ეს 100%-ით მისი გოლი იყო. არ ვაპირებ დავიწყო მიზეზების წერა, უბრალოდ მას მთელი გულით ბოდიშს ვუხდი“.

„ჰათაისპორმა“ ფიფას პოსტი გამოაქვეყნა - ჩვენი გუნდის
წარმატება ფიფას დღის წესრიგში:

. 2007/08: თურქეთის სამოყვარულო ლიგაში გავარდნა.
. 2019/20: პირველად ისტორიაში სუპერლიგაში აღზევება.
. 2021/20: ტიტულის პრეტენდენტი.
. შეძლებენ თუ არა საბა ლობჟანიძე და „ჰათაისპორი“ სენსაციური ისტორიის წარმატებით დაგვირგვინებას?

მკითხველის კომენტარები / 5 /
რომ არ დაემატებინა ალბათ მაინც გავიდოდა ეს გოლი.თუმცა ასეთ დროს თავდამსხმელი ვერ დაელოდება იმას თუ თავისით როდის შეგორდება ბურთი კარში.ვფიქრობ საბას საქციელი გამართლებული იყო იმ შემთხვევაშიც, როცა დააჩქარა გოლის გატანა, და იმ შემთხვევაშიც, როცა გამოიჩინა თავმდაბლობა და ბოდიში მოუხადა ტანაგუნდელს
nodiko
16:14 31-10-2021
3
ერთხელ ყვრლას მოსდის შეცდომა, არაუშავს მთავარია აღარ გაიმეორო...
კობა
14:53 31-10-2021
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული