"ლამიას" 27 წლის თავდამსხმელმა ბაჩანა არაბულმა საბერძნეთის ჩემპიონატზე გოლი გაიტანა.
"ლამია" აუტსაიდერ "ატრიმოტოსთან" საკუთარ მოედანზე 1:2-ს აგებდა. არაბულმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, 78-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და მატჩი 2:2 დასრულდა.
არაბული "ლამიაში" 2020 წლიდან ასპარეზობს, ამ სეზონში კი სუპერლიგაში პირველი გოლი გაიტანა.
"ლამია" 8 ტურის შემდეგ 14-გუნდიან ჩემპიონატზე 6 ქულით მე-11 ადგილზეა და 7 ნოემბერს ტრიპოლისში "ასტერასს" დაუპირისპირდება.