"რამდენჯერმე ვნახე და, ჩემი აზრით..." - ვახო სანაია საბა ლობჟანიძის მიერ გატანილ გოლს ეხმაურება

AutoSharing Option
ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში თურქეთის სუპერლიგის მე-11 ტურში საბა ლობჟანიძის მიერ გატანილ გოლს ეხმაურება.

როგორც იცით, მაროკოელი თავდამსხმელის, აიოუბ ელ კააბის დარტყმული ისედაც გადიოდა კარში, მაგრამ საბამ ბოლო მომენტში ბურთს ფეხი წაარტყა, ამის გამო კი მატჩის შემდეგ საბამ ბოდიში მოიხადა. მისმა "ჰათაისპორმა" "ბეშიქთაშს" 1:0 სძლია.

სანაია აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"ბოდიში მოიხადა. ხდება ხოლმე. რამდენჯერმე ვნახე და, ჩემი აზრით, პირადი სტატისტიკის გაუმჯობესებისთვის არ გაუკეთებია. გადააზღვია ბურთი. ზურგით იდგა - ან მცველის შესაძლო ვარდნაზე ფიქრობდა ან ინსტინქტურად მიარტყა. მოკლედ,
რაღაც ეგეთი იყო და არანაირად სხვა რამ.", - წერს სანაია.

მკითხველის კომენტარები / 28 /
აქ მაინც დაგვანებოს თავი :))))
1
გელა ნუგზარაშვილის ნათქვამი მახსენდება ერთერთ ინტერვიუში: "მე ყოველთვის (თვითონ "ყოველთვინ" თქვა, მაგრამ სწორი ფორმით დავწერ) ვისმენ სხვის აზრს და ვცდილობ მასში სიმართლის მარცვალი დავინახო, რადგან მისი პოვნა ყველგან შეიძლება!"
ნოდარი გახლავართ
13:38 03-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული