ჩაკვეტაძეს სასტარტოში მოიაზრებენ - "გენტი" "პარტიზანს" დაუპირისპირდება

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის წინ wettbasis-ი B ჯგუფის ლიდერების - ბელგიური "გენტისა" და სერბული "პარტიზანის" შეხვედრაზე წერს და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს ძირითად შემადგენლობაში წარმოიდგენს:

"მცირე აღმავლობამ, შესაძლოა, "გენტი" წაახალისოს - უკანასკნელი ხუთი დაპირისპირებიდან  მათ სამში გაიმარჯვეს და ცუდი სტარტი გამოასწორეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მე-10 ადგილს იკავებენ, ბელგიის ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე ცოტა გოლი აქვთ გაშვებული - 15, კონფერენს ლიგაზე კი ბალანსი 4:0 აქვთ."

"გენტის" სავარაუდო შემადგენლობა ასეთია:

ბოლატი - ფორტუნა - ოკუმუ - ჰანჩე-ოლსენი - ნგადეუ-ნგაჯუი - კუმსი - ოჯიჯა-ოფოე - ოვუსუ - სამოაზა -
ჩაკვეტაძე - დეპოიტრე;

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძემ ჟუპილერ ლიგის გასული ტური მცირე ტრავმის გამო გამოტოვა. 
"გენტისა" და "პარტიზანის" შეხვედრა 4 ნოემბერს, თბილისის დროით, 21:45 საათზე დაიწყება.

alt"გენტი" დამარცხდა - ჩაკვეტაძე "პარტიზანთან" უნდა დაბრუნდეს

alt"ეფექტური "ჩაკი" "გენტის" მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება" - ბელგიური მედია ჩაკვეტაძეს აქებს


მკითხველის კომენტარები / 4 /
ამდენი ნიჭიერი მოზარდი გვყავდეს და არცერთი ვარსკვლავი?
Guja Kakhadze
19:02 03-11-2021
0
თუ ასე წავიკითხავთ,გენტის ძირითადში 14 ფეხბურთელი გამოდის.გიოსაც და გენტსაც წარმატებებს ვუსურვებ.
სოსო
17:46 03-11-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული