გიორგი ჩაკვეტაძე 72-ე წუთზე ტისუდალისთან ერთად შევიდა შეცვლაზე, როდესაც ბელგიური გუნდი 0:1-ს აგებდა. მე-80 წუთზე ჩაკვეტაძემ მარჯვენა ფლანგიდან ზუსტად ჩააწოდა კარის წინ ტისუდალის ბურთი და მან ანგარიში გაათანაბრა.
შეგახსენებთ, გიორგიმ ბელგიის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩი "უნიონთან" (0:2) მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.
„გენტი“ 10 ქულით B ჯგუფის ლიდერია, 2 ტურით ადრე გაინაღდა პლეი-ოფის საგზური და 26 ნოემბერს გასვლაზე „ანორთოსისს“ შეხვდება.