ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "გენტმა" ფრეს მიაღწია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეოთხე ტურში "გენტი" საკუთარ მოედანზე "პარტიზანს" დაუზავდა (1:1), რომელსაც ბელგრადში ორი კვირის წინ 1:0 მოუგო.

გიორგი ჩაკვეტაძე 72-ე წუთზე ტისუდალისთან ერთად შევიდა შეცვლაზე, როდესაც ბელგიური გუნდი 0:1-ს აგებდა. მე-80 წუთზე ჩაკვეტაძემ მარჯვენა ფლანგიდან ზუსტად ჩააწოდა კარის წინ ტისუდალის ბურთი და მან ანგარიში გაათანაბრა.

შეგახსენებთ, გიორგიმ ბელგიის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩი "უნიონთან" (0:2) მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.

„გენტი“ 10 ქულით B ჯგუფის ლიდერია, 2 ტურით ადრე გაინაღდა პლეი-ოფის საგზური და 26 ნოემბერს გასვლაზე „ანორთოსისს“ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
დაცვაც მაგრად შეცდა,მაგრამ საგოლე პასი,უზუსტესად ჩააწოდა.დრიბლინგი არც ერთხელ არ უცდია.განსაკუთრებით ის მომეწონა,რომ გენტი მარჯვენა ფლანგიდან ათამაშებს და ფორმაში რომ ჩადგებიან,მას და კვარას,ერთი ფლანგიდან აღარ მოუწევთ შეტევა.უკვე ორივეს აქვს,ორივე ფლანგზე თამაშის გამოცდილება და ეს ძალიან გამოგვადგება,ნაკრებში.
სოსო
01:03 05-11-2021
2
მიყვარს ჩაკვეს ლამაზი პასები
მარი
00:18 05-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული