ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-14 ტურში "სერენი" და "გენტი" უგოლოდ გაიყარნენ.
Nieuwsblad-ი მატჩის მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში დისკვალიფიცირებული სვენ კუმსის ნაცვლად დააყენეს, მაგრამ მოედანზე შეუმჩნეველი იყო და 58-ე წუთზე რომან ბეზუსმა შეცვალა.
"სერენის" თავდამსხმელ გიორგი მოქაუტაძეს კი მოულოდნელად მწვრთნელმა ჟორდი კონდომმა თამაში სასტარტოდან არ დააწყებინა, რადგან როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეტყობა, სრულად სათამაშოდ მზად არ იყო. ის 76-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და ყვითელი ბარათი მიიღო.
"გენტი" 18 ქულით მეათე ადგილზეა, ხოლო "სერენი" 13 ქულით მეთექვსმეტეზე.