დართავენ თუ არა წიტაიშვილს "დინამოსთან" თამაშის უფლებას?

AutoSharing Option
19 ნოემბერს უკრაინის პრემიერლიგის მე-15 ტურში "ჩერნომორეცი", რომლის ღირსებასაც გიორგი წიტაიშვილი და ბექა ვაჩიბერაძე იცავენ, კიევის "დინამოს" დაუპირისპირდება.

მატჩი ოდესაში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ "დინამოს" თხოვნით დედაქალაქში გადაიტანეს და ჯერ უცნობია, რა შემადგენლობით ითამაშებს ზღვისპირული გუნდი.

საქმე ისაა, რომ "ჩერნომორეცში" "დინამოს" 16 ფეხბურთელი (მათ შორის წიტაიშვილი) და მთელი სამწვრთნელო შტაბია. კლუბის გენერალურმა დირექტორმა ანატოლი მისიურამ განაცხადა, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით განხილვის სტადიაშია.

წიტაიშვილი "დინამოს" მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ ზედიზედ მეორე სეზონში გაუშვა იჯარით და მასთან გიორგის ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული