მიქაუტაძე მომჯობინდა და შენგელიას დაუპირისპირდება

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-15 ტურში ლევან შენგელიას "ლუვენი" გიორგი მიქაუტაძის "სერენს" უმასპინძლებს. როგორც სტუმართა ოფიციალური გვერდიდან ვიგებთ, მათი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე მომჯობინდა და მოახლოებული დაპირისპირებისათვის ემზადება.

მოგეხსენებათ, "ჟორჟმა" ჟუპილერ ლიგის გასულ ტურში (გიორგი ჩაკვეტაძის "გენტთან') მხოლოდ დასკვნითი 15 წუთი ითამაშა, შემდეგ კი ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლა ვერ მოახერხა. რაც შეეხება შენგელიას, მას ახალ კლუბში ნაკლებად ენდობიან.

ხვალინდელ მეტოქეებს არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა აქვთ - "სერენი" 13 ქულით მე-16 ადგილზეა, "ლუვენს" კი მასზე 4 ქულით მეტი აქვს და ორი საფეხურით წინაა. მიმდინარე
სეზონში მიქაუტაძემ 5 გოლი გაიტანა, შენგელიამ კი, მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, მეტოქის კარი 2-ჯერ აიღო და საგოლე პასიც შეასრულა.

შეხვედრა 20 ნოემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება და იმედია, ქართველების წარმატებულ თამაშს ვიხილავთ.

altმიქაუტაძე: "ეს ტრაგედია და განაჩენი არაა!"

altშეუმჩნეველი ჩაკვეტაძე და სასტარტოში არდაყენებული მიქაუტაძე

მკითხველის კომენტარები / 2 /
ახლა ჩაკვეტაძეც მომჯობინდება, მერე აჩი არველაძეც და მაიკლ ოუენიც
150-ის მძღოლი
10:16 19-11-2021
14
ისეთი წარმოდგენა მრჩება რომ ეს ბიჭი თავს არიდებს ნაკრებს.
Master
11:43 19-11-2021
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული