ქეცბაიას ნინუა დააკლდება, კარგ ფორმაში მყოფი კაჭარავა სასტარტოში...

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიასა და ქართველი ფეხბურთელების "ანორთოსისი", რომელმაც ბოლო დროს სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა, მორიგი ტურის შეხვედრისთვის ემზადება. კვიპროსული მედია ჩვენი ლეგიონერების თამაშის შანსებზე წერს.

sigmalive-ის მიხედვით, ქართველი სპეციალისტი ნიკა ნინუას ვერ გამოიყენებს, რადგან ნახევარმცველს არბიტრებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და მატჩს გამოტოვებს. აღსანიშნავია, რომ ნიკამ ფამაგუსტის კლუბის მაისურით უკანასკნელად 25 სექტემბერს, "არისთან" (2:3) წაგებულ მატჩში ითამაშა, მიმდინარე ჩემპიონატში სულ 3 შეხვედრა გამართა და ერთხელ გააფრთხილეს.

anorthosis24-ი წერს, რომ უკანასკნელ მატჩებში მშვენიერ ფორმაში მყოფი ნიკა კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში აუცილებლად იქნება. ნიკამ ჩემპიონატში "ომონიას" გაუტანა,
"ფლორასთან" (2:2) კონფერენს ლიგაზე კი საგოლე გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხება გიორგი ლორიას, რომელიც შვედეთთან მოგებულ (2:0) დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრებიდან ერთ-ერთი გამორჩეული იყო, kerkida აღნიშნავს, რომ "ანორთოსისს" ჩემპიონატის უკანასკნელ 2 შეხვედრაში საკუთარ კარში გოლი არ მიუღია ("პაფოსთან" და "ომონიასთან" 1:0), თუმცა ბოლო ტურში, ისევე, როგორც "ფლორასთან" ესტონურ მატჩში, ქართველი მეკარე ოჯახური პრობლემების გამო არ ყოფილა. სავარაუდოდ, "ჯვაროსნების" კიპერი ქეცბაიამ სასტარტოში უნდა დააბრუნოს.

ნიქოზიის "ოლიმპიაკოსისა" და "ანორთოსისის" ( რომელიც 12 ქულით მე-5 ადგილს იკავებს) დაპირისპირება 20 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე შედგება.

altქეცბაია: ნინუას აქ ყოფნით ბედნიერნი არ ვართ და თავადაც არაა კმაყოფილი

altკაჭარავას საგოლე პასი - "ანორთოსისმა" შეცდომებზე ვერ ისწავლა [VIDEO]

altკაჭარავამ "ანორთოსისს" ჩემპიონთან ნანატრი გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ნინუას რაჭირს ასეთი? პაოკში იყო სკამზე ანორთოსისში სკამზე, რა ვერ ჩადგა ფორმაში, თუ მუდამ პერსპექიული ფეხბურთელია რომელმაც ოქროს წლები დაკარგა
irakli
13:04 19-11-2021
1
დინამოდან იჩქარა წასვლა თუ რა არის? ჩამოვიდეს ბათუმის დინამოში და აკრიფოს ფორმა.. ასეა ბიძია დიდი ფეხბურთის თამაში თუ გინდა სპორტ დარბაზიდან და მოედნიდან ცხვირს არუნდა ყოფდე... გართობა უნდა დაივიწყო და სული გული ჩადო ვარჯიშებში და თემო ამას დაგიფასებს
რომა
16:09 19-11-2021
0

სიახლეები პოპულარული