"რუბინმა" ფეხბურთელების დროულად გაყიდვა უნდა ისწავლოს!" - რუსი გულშემატკივრების გამოხმაურება

AutoSharing Option
"რუბინის" სპორტულ დირექტორ ოლეგ იაროვინსკის ნათქვამს, რომ კვარაცხელიას ტრანსფერზე წინასწარ აღარ ისაუბრებენ და ქართველი გარემარბის თამაშის ხარისხზე გავლენა ჟურნალისტებმაც მოახდინეს, რუსი გულშემატკივრები გამოეხმაურნენ.

sports.ru-ს მკითხველები წერენ:

"ხვიჩა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და მისთვის სიტუაციის შემოტრიალება ძალიან მარტივია. ის ლამაზ ოცნებებსა და ღრუბლებში ტრიალებდა, შესაბამისად, კონცენტრირება მარტივი არ იქნებოდა, გაუგებარია?"

"ეს სლუცკის სტილია - ხვიჩას ცუდი ფორმა სხვების საუბარს დააბრალოს."

"თუკი კვარაცხელიას პრესის ან საზოგადოების გამოხმაურების ეშინია, ეს მისი პრობლემაა. მსოფლიო ვარსკვლავებს ამაზე გართულება არ აქვთ და თავს ჟურნალისტების ნეგატიური გავლენით არ
იმართლებენ."

"იქნებ მას უბრალოდ არ სურს იმ კლუბის მაისურით ითამაშოს, საიდანაც არ გაუშვეს."

"რუბინმა" ფეხბურთელების დროულად გაყიდვა უნდა ისწავლოს!"

"არაფერია ახალგაზრდა მოთამშისთვის ისეთი საზიანო, როგორც დიდი ინტერესი, მითქმა-მოთქმა და დიდი გუნდების "ვაჭრობა."

მიმდინარე სეზონში, "რუბინის" მაისურით ხვიჩამ მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

alt"აპლოდისმენტებისთვის მსაჯს კვარაცხელია უნდა გაეძევებინა" - რუსული მედია

alt"კვარაცხელიას თამაში ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს..." - სანიოლი

altCalciomercato: მაისში კვარაცხელიას "მილანში" ტრანსფერი "რუბინის" მოთხოვნილი 20 მილიონის გამო არ შედგა

მკითხველის კომენტარები / 13 /
კიდევ ერთი დასტური, რომ რუსეთში ქართველს ბოლომდე არავინ გაახარებს. აი მასეთი "სიბრძნეებით" თავში უტენავენ ყველას რო მათ შეუძლიათ სხვის მაგივრად ფიქრი...ეგ ქვეყანა არაა შექმნილი იმისთვის რომ ვინმეს ბედნერება მოუტანოს... (იმათთვის ვისაც მაინც არ ჯერა...) და საერთოდ რატო უნდა ეძებო შენი მომავალი მაგ ქვეყანის გავლით... წარმოუდგენელია...
12
ვინ არიან ის ქართველები, ვისაც არ ესმით, რომ სამართლიანი და პატიოსანი რუსი არ არსებობს? თუ წინა საუკუნეების ისტორია არ იციან, ბოლო 15 წელი მაინც სად გაატარეს? რომელ პლანეტაზე ცხოვრობდნენ?
ქ. გ.
07:27 20-11-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული