ჩაკვეტაძის ტრავმა მსუბუქი არ აღმოჩნდა

AutoSharing Option
როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრების შეკრებიდან წასული გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა მსუბუქი არ აღმოჩნდა და ის ბელგიის ჩემპიონატის უახლოეს ტურს გამოტოვებს - განაცხადში არ იმყოფება.

შეგახსენებთ, უზბეკეთთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ ჩაკვეტაძეს მუხლის ტკივილები აწუხებდა, სერიოზული არაფერი იყო, თუმცა მან ექიმებთან კონსულტაციით შეკრება დატოვა. მანამდე, ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ისიც აღნიშნა, რომ შევედეთან მატჩის წინ გიორგის სპორტული მდგომარეობით კმაყოფილი არ იყო, რის გამოც "გენტის" ნახევარმცველს თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია.

Voetbalnieuws-ი წერს, რომ გიორგის განაცხადში არყოფნის მიზეზი ტრავმა არაა.

რაც
შეეხება ქართველი ფეხბურთელის კლუბს - ჟუპილერ ლიგის მე-15 ტურში ისინი "ვარეგემს" ესტუმრებიან. "გენტი" 18 ქულით მე-10 ადგილს იკავებს. იმედია, ჩაკვეტაძე
26 ნოემბერს სრულ მზადყოფნაში იქნება და კონფერენს ლიგაზე თემურ ქეცბაიას "ანორთოსისთან" სტუმრობას შეძლებს.

altეროვნულ ნაკრებს ჩაკვეტაძე გამოაკლდა

altშეუმჩნეველი ჩაკვეტაძე და სასტარტოში არდაყენებული მიქაუტაძე

altბელგიური მედია ჩაკვეტაძეს აქებს

მკითხველის კომენტარები / 17 /
ძლიერ ტრამვას რაღაც პერიოდის მანძილზე მცირე ტრამვები მოყვება ხოლმე. საკმაო დრო ჭირდება იმას, რომ სრულად აღდგენა მოხდეს. მთავარია ახალი ძლიერი ტრამვა არ მიიღოს. ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვეს აღდგენასდა რაც მთავარია ფსიქოლოგიურად იყოს ძლიერად. ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებები გიო!
არტ
11:55 20-11-2021
0
რა სჭირს ამას კიდევ მოურჩენელი მართლა შუშის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა რა. ვინმე წესიერი ექიმი უნახეთ ან მლოცველი რა არის ბიჭი წელში ვერ გამართულა
გორკა
11:17 20-11-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული