წიტაიშვილმა გარდაცვლილი ბაბუის ხსოვნის საპატივცემულოდ ამაღელვებელი პოსტი გამოაქვეყნა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ბაბუის ხსოვნას მიუძღვნა. მან სწორედ ბაბუის სურვილის მიხედვით მიიღო ჩვენს ეროვნულ გუნდში თამაშის გადაწყვეტილება.

"უცნობი ისტორია ჩემს ყველაზე დიდ ფანზე, ბაბუა ბორიაზე. პოსტს მის ხსოვნას ვუძღვნი. პასპორტის მიხედვით დაბადების დღეს 20 ნოემბერს აღნიშნავდა, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ყველას სთხოვდა ჩემს დაბადების დღეზე მიელოცათ (18 ნოემბერს). როგორც წესი, მამაკაცები ცოტას ლაპარაკობენ და ბევრს აკეთებენ. ეს ზუსტად ჩემს ბაბუაზეა ნათქვამი.

ის მუდამ ცდილობდა ჩემთვის დრო დაეთმო. თუმცა, ოჯახის უზრუნველსაყოფად ბევრს მუშაობდა. მისი დამსახურება იყო,
რომ ბუცები და ახალი ტელეფონი მქონდა. სურდა თავი ბიჭებში თანასწორად მეგრძნო. მათ ყველაფერ ამის შეძენის საშუალება ჰქონდათ, მე - არა. ბაბუა ყველაფერს აკეთებდა, რათა არაფერი გამჭირვებოდა და სრულად სპორტით დავკავებულიყავი. როგორც კი კიევში ჩავედი, ფინანსურად მეხმარებოდა. შეიძლება ითქვას, ჩემით ცხოვრობდა. ბაბუა ჩემი ყველაზე ერთგული ქომაგი იყო. გახსოვდეთ ახლობლები. ისინი იქამდე ცოცხლობენ, ვიდრე მათი ხსოვნა ცოცხალია."


მკითხველის კომენტარები / 17 /
კაცური კაცი
გია
10:35 21-11-2021
0
ეს ბიჭი სხვაგან როგორ ითამაშებდა? ის ხომ დახუნძლულია ქართული ეროვნული ეგოთი.
დევი
11:41 21-11-2021
1

სიახლეები პოპულარული