წიტაიშვილმა გარდაცვლილი ბაბუის ხსოვნის საპატივცემულოდ ამაღელვებელი პოსტი გამოაქვეყნა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ბაბუის ხსოვნას მიუძღვნა. მან სწორედ ბაბუის სურვილის მიხედვით მიიღო ჩვენს ეროვნულ გუნდში თამაშის გადაწყვეტილება.

"უცნობი ისტორია ჩემს ყველაზე დიდ ფანზე, ბაბუა ბორიაზე. პოსტს მის ხსოვნას ვუძღვნი. პასპორტის მიხედვით დაბადების დღეს 20 ნოემბერს აღნიშნავდა, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ყველას სთხოვდა ჩემს დაბადების დღეზე მიელოცათ (18 ნოემბერს). როგორც წესი, მამაკაცები ცოტას ლაპარაკობენ და ბევრს აკეთებენ. ეს ზუსტად ჩემს ბაბუაზეა ნათქვამი.

ის მუდამ ცდილობდა ჩემთვის დრო დაეთმო. თუმცა, ოჯახის უზრუნველსაყოფად ბევრს მუშაობდა. მისი დამსახურება იყო,
რომ ბუცები და ახალი ტელეფონი მქონდა. სურდა თავი ბიჭებში თანასწორად მეგრძნო. მათ ყველაფერ ამის შეძენის საშუალება ჰქონდათ, მე - არა. ბაბუა ყველაფერს აკეთებდა, რათა არაფერი გამჭირვებოდა და სრულად სპორტით დავკავებულიყავი. როგორც კი კიევში ჩავედი, ფინანსურად მეხმარებოდა. შეიძლება ითქვას, ჩემით ცხოვრობდა. ბაბუა ჩემი ყველაზე ერთგული ქომაგი იყო. გახსოვდეთ ახლობლები. ისინი იქამდე ცოცხლობენ, ვიდრე მათი ხსოვნა ცოცხალია."


მკითხველის კომენტარები / 17 /
კაცური კაცი
გია
21 ნოემბერი 2021 10:35
0
ეს ბიჭი სხვაგან როგორ ითამაშებდა? ის ხომ დახუნძლულია ქართული ეროვნული ეგოთი.
დევი
21 ნოემბერი 2021 11:41
1
ყველაზე მაგარი ის იქნება, რომ ბაბუის საპატივცემლოდ დიდი ფეხბურთელი გახდები და ამითი აუსრულებ მას სურვილს, რასაც დღეს ვხედავ, გამოცოცხლება შემოიტანე ნაკრებში და ბოლომდე იხარჯები, თუ ასე გააგრძელებ, აუცილებლად მიაღწევ იმას, რაც შენს ბაბუს უნდოდა. წარმატებები შენ, როგორც კარგ ქართველს და ადამიანს.
21 ნოემბერი 2021 21:07
0
ეს სიტყვები მიუძღვნა ბაბუას, თუმცა უნებურად უფრო მეტი თქვა საკუთარ თვისებებზე. კარგი ადამიანის ღირსეული შთამომავალია! წარმატებები!
დო მაჟორი
21 ნოემბერი 2021 16:53
0
საამაყო კაცი ხარ ბაბუის შვილიშვილო. ესეთი პატივისცემა რომ იცი წინაპრის, ძალიან ბევრს მიაღწევ უფლის ნებით.......................
kaxa
21 ნოემბერი 2021 14:21
0
სულ რომ ფეხბურთელად ვერ ივარგო რაც გამორიცხულია, ნამდვილ ქარტველ ვაჟკაცად კი გაუზრდიხარ ბაბუას და მშობლებს, გაიხარე...........
gori
22 ნოემბერი 2021 13:10
0
ნათელი არ მოაკლოს უფალმა შენი ბაბუის სულს! შენ კი წარმატებებს გისურვებ, გჯეროდეს, ბაბუა შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
alexandre
22 ნოემბერი 2021 09:53
0
კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი ერს რომელიც წარსულს არივიწყებს და ეგეთი შვილის გაზრდა შეუძლია გადაშენება არ უწერია მადლობა შენ და შენს ოჯახს წარმატებები და გფარავდეთ უფალი
იბერიელი68
22 ნოემბერი 2021 01:42
0
ამით განსხვავდება ნამდვილ ქართულ ოჯახში გაზდილი ადამიანი სხვებისაგან, და კიდევ ზუსტად ეგაა პატრიოტიზმი შვილს ან შვილიშვილს რომ გაზდი სათანადოდ, სიკეთე მოგცეს ღმერთმა შენს და შენს ოჯახსაც
დათო
21 ნოემბერი 2021 13:16
0
კაცური კაცი არა ხალხო კაცია კაცი!!!
კახა
21 ნოემბერი 2021 20:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული