"ჩაკვეტაძე "გენტიდან" წასვლას აპირებს?" - ბელგიური მედია

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-15 ტურში "ზულტე ვერეგემთან" სტუმრად მოგებული მატჩის (2:1) განაცხადში არ იყო "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის თქმით, შეკრება მუხლის ტკივილის გამო დატოვა. Voetbalnieuws-მა "ზულტე ვარეგემთან" შეხვედრის წინ ჩაკვეტაძის შესახებ წერილი გამოაქვეყნა:

"მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა 21-კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა - განსაკუთრებული სიურპრიზების გარეშე. ისევ იქცევს ყურადღებას ჩაკვეტაძის არყოფნა. ვანჰაზებრუკი აღნიშნავს, რომ 22 წლის ქართველი დაშავებული არაა და ორი კვირის წინ ერთი საათი ითამაშა. თუმცა, როგორც გაირკვა, ის ფიზიკურად ჯერ კიდევ არ არის მზად. "ანტვერპენთან" შეხვედრაში
ნახევარი საათის შემდეგ გაძევების გამო "უნიონთან" ვერ ითამაშა, ვანჰაზებრუკს მისთვის ადგილი ისევ არ აქვს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ენდრიუ ჰიულსაგერი  უქმობს.

ისტორიის დასასრული?

მართალია, "ჩელამკო არენაზე" ჯერ კიდევ ბევრს სჯერა ჩაკვეტაძის პოტენციალისა, რომელიც ოთხი წლის წინ აბსოლუტური ტოპ-ტალანტის სახით მოვიდა და თავიდან ამ მოლოდინს ამართლებდა, როგორც ჩანს, მწვრთნელი მასზე იმედებს აღარ ამყარებს. ვინ იცის, იქნებ ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული, წასვლასაც კი აპირებს, ვინაიდან მისი კონტრაქტი 2023 წელს სრულდება".

მკითხველის კომენტარები / 14 /
დინამოში უნდა დაბრუნდეს და თავიდან დაიწყოს ყველაფერი
რეზო
23:22 21-11-2021
9
კაი ხნის წინათ უნდა წასულიყო
გიგი
22:36 21-11-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული