კაკაბაძემ პოლონეთში სეზონის გოლი გაიტანა - მისი უთამაშებლობა იქნება? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ოთარ კაკაბაძემ "კრაკოვიას" პოლონეთის ექსტრა-კლასას მე-15 ტურში საკუთარ მოედანზე "რაკუვთან" გამარჯვება მოუპოვა.

კაკაბაძე 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 8 წუთში ულამაზესი გოლი გაიტანა და მისმა გუნდმა 1:0 მოიგო. onet.pl-ი აღნიშნავს, რომ ეს მიმდინარე სეზონის საუკეთესო გოლია.

ოთარს სასტარტოში არ ათამაშებენ, მაგრამ 4 მატჩში მაინც გაიტანა 2 გოლი, რაც მცველისთვის ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის და იმედია, სიტუაცია შეიცვლება. მით უმეტეს, "კრაკოვიას" ახალი მწვრთნელი ჰყავს. პოლონური მედია იტყობინება, რომ კრაკოვული კლუბის მფლობელის, იანუშ ფილიპიაკის მოთმინება ამოიწურა, მიხაილ პრობერი გადააყენა და მის ნაცვლად
იაცეკ ზელინსკი დანიშნა, რომლის ხელმძღვანელობითაც ჩაატარეს დღევანდელი შეხვედრა.

"რაკუვში" 75-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ვაკო გვილია.

"კრაკოვია" 20 ქულით მე-10 ადგილზეა და 28 ნოემბერს პლოცკში "ვისლას" დაუპირისპირდება. რაც შეეხება 26 ქულით მეოთხე პოზიციაზე მყოფ "რაკუვს", 27 ნოემბერს "ზაგლებიეს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნაკრებში რო ითამაშა ისე გამოვიდა-ფორმაში შევიდა
Levani
03:09 23-11-2021
0
რომ მოინდომოს შეუძლია ბარსელონაში ითამაშოს.
დევკალიონი
11:56 23-11-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული