ნახეთ, რა გოლი გაიტანა კაკაბაძემ პოლონეთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-10 ტურში "კრაკოვიას" მცველმა ოთარ კაკაბაძემ თავი გამოიჩინა.

კაკაბაძე "სტალთან" საშინაო მატჩის 46-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც მისი გუნდი მარცხდებოდა (1:3), 62-ე წუთზე გოლი გაიტანა, რომელიც ამ შეხვედრაში გარდამტეხი აღმოჩნდა, რის შემდეგაც კრაკოველებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და ფრეს მიაღწიეს.

ოთარმა ჩემპიონატის მეოთხე მატჩში მიიღო მონაწილეობა, მისი გუნდი კი 13 ქულით მე-9 ადგილზეა.

კაკაბაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უახლოესი მატჩებისთვის გამოიძახა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არადა, მაგ გუნდში "ზამენის" კაცია და სათაური ისეთია, იფიქრებ დაფრინავს კლუბში და გაგიკვირდება ნაკრებში რა სჭირსო. :)
Burton
01:20 03-10-2021
3

სიახლეები პოპულარული