მამარდაშვილის საკითხი სინგაპურში გადაწყდება?

AutoSharing Option
eldesmarque იტყობინება, რომ "ვალენსიას" ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება მეკარე გიორგი მამარდაშვილის კონტრაქტის გამოსყიდვასთან დაკავშირებით.

გამოცემა აღნიშნავს, რომ "ვალენსიას" ფინანსურად არ ულხინს და მწვრთნელი ხოსე ბორდალასი სინგაპურში აპირებს გამგზავრებას, რათა კლუბის პრეზიდენტ პიტერ ლიმს შეხვდეს და ტრანსფერებისთვის თანხა სთხოვოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებს, რადგან ამ ქვეყანაში შესვლა კოვიდის სიტუაციის გართულების გამო ადვილი არ არის.

ბორდალასს სურს წამყვანი ფეხბურთელები შეინარჩუნოს და ცენტრალური მცველი დაიმატოს, ვინაიდან ამ პოზიციაზე საკადრო პრობლემები აქვს. აგრეთვე ჯერ კიდევ არაა მიღებული გა
დაწყვეტილება მამარდაშვილის, ომარ ალდერეტეს, უგო დუროსა და ელდერ კოსტასთან დაკავშირებით.

მამარდაშვილი "ვალენსიაში" თბილისის "დინამოდან" იჯარის წესითაა გადასული და 1-ელ იანვრამდე მისი ტრანსფერის შედარებით იაფად განხორციელება შეუძლიათ.

ახლა "ღამურების" ძირითადი გოლკიპერი ნიდერლანდელი იასპერ სილესენია, რომელსაც კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და თუ მასში სერიოზული თანხა არ შესთავაზეს, არ გაყიდიან. თუმცა, მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და ეს კლუბისთვის პრობლემაა.

გუნდში კიდევ ორი მეკარეა: 31 წლის ხაუმე დომენეკს ხელშეკრულება ასევე 2023 წლამდე აკავშირებს, თამაში არ უწევს და წასვლა სურს, ხოლო 23 წლის კრისტიან რივეროს კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს დადებული და იანვარში შეიძლება გაანათხოვრონ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
მერე ვასწავლოთ ამ კარგ ხალხს პროგრამა ზუმი რა აუცილებელია ესპნეთიდან სინგაპურში წასვლა მაგის გამო :დ
ნოდო
24 ნოემბერი 2021 18:20
1
თითქოს საღი აზრის საწინააღმდეგოდ,რატომღაც მგონია,რომ შესაძლოა მამარდაშვილის ვალენსიასათვის მიყიდვა,არც იყოს საუკეთესო გადაწყვეტილება.წესით ახლა მისი ფასიც უფრო მეტი უნდა იყოს და ვალენსიას ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე,კლუბის კიდევ უფრო დასუსტებას უნდა ველოდოთ.ვფიქრობ მისი უფრო ძვირად გაყიდვაც შეიძლება და უფრო სტაბილურ გუნდშიც.მისი შესაძლებლობები ხომ უკვე ცნობილია.
სოსო
24 ნოემბერი 2021 21:31
1
სახელიღაა დარჩენილი დღეს ჩვეულებრივი გუნდია ისეთი როგორიც ხეტაფე რაიო და ხიხონი. აგერ დეპორტივოც კაი იყო ერთ დროს და ეხლა სადაა.. კარგ გუნდში უნდა გაყიდონ რას ეხვეწებიან
რომა
24 ნოემბერი 2021 23:06
0
რა სინგაპური, ელექტრონული პროგრამები დაილია?! სულ არ არის იდეა ფიქსი, რომ გიორგიმ ვალენსიაში განაგრძოს კარიერა. ნორმალური გუნდი მისაღებ ფასად დიდი სიხარულით აიყვანს.
მერაბი
25 ნოემბერი 2021 10:44
1
სკაიპი გადმოწეროს..ვერა რა ეს ხალხი..
Gia
30 ნოემბერი 2021 19:56
0
Moicadet rarasas ver vigeb... Valencias erti milioni ar aaq mamardashvilistvis???!!!
gio emigranti
24 ნოემბერი 2021 19:07
2
ვალენსიას 400 მილიონი ევრო აქვს ვალები.კლუბი არის ბანკროტი.მარტო წელს( ამ სეზონში) კიდევ 40 მილიონი ზარალზე გადის.ლიმას თავისი ინტერესები ჰქონდა ვალენსიის პორტთან დაკავშირებით, მაგრამ ესპანეთის კომუნისტ-სოციალისტურმა მთავრობამ უარი უთხრა.ახალი სტადიონი ნახევრადაშენებული დგას და პერსქტოვაშიც არ ჩანს მისი დამთავრების საკითხი.თვითონ გუნდიც ძირითადად შედგება ფეხბურთელებისჰან რომელთა უმრავლესობა ვერ გამოდგა ვერსად და გასესხებულები არიან . მართლაც ძალიან ეჭვი მეპარება ჩვენი გოლკიპერს მომავალზე ამ კლუბში, თანაც ახალ წლამდე თუ ლიმა არ ჩადებს კიდე 50 მილიონ ევროს, ალბათ წელს გადავა მეორე ლიგაში.
მოკლედ ( ცოტა სხვა თემაა) სოციალისტების დაღუპეს არა მარტო ესპანეთი, არამედ ამ ქვეყანაში ფეხბურთიც.
Gogita
25 ნოემბერი 2021 00:03
0
მე მგონი გიორგი და ის ახალგაზრდა მეკარე უნდა დაიტოვონ და ასაკიანი და მაღალ ხელფასიანი სილესენი გაყიდონ ფული მაინც დარჩებათ. ეს ჩემი აზრია და ვალენსიამ იცის უკეთ რა ჯობია მათთვის. ჩვენ ჩვენ გასაცოდავებულ ფეხბურთზე ვერ მიგვიხედავს.
ქომაგი
25 ნოემბერი 2021 08:51
1
ძან უიღბლობა დაგვჩემდა ამ ბოლო წლებში მეგონა ვალენსიაში გადასვლით დიდი წინსვლა დაიწყებოდა მამარდას ისტორიაში ეს გუნდი კი ისეთი პირი უჩანს დაშლის პირასაა .რა დავწერო აღარ ვიცი .აქეთ კვარას ბედი მაღელვებს ჩაკვეტაძემ ხო დაგვაწყვიტა ყველას ნერვები .
კაპიტანი
25 ნოემბერი 2021 10:07
1
ელიზაბეტ ტეილორი და ჯეკ Ბეღურა Თუ იქნებიან?
Mima
25 ნოემბერი 2021 12:01
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული