"ხვიჩამ სტატისტიკა უნდა გააუმჯობესოს" - ბრიტანელები კვარაცხელიას სატრანსფერო ამბებზე გააქტიურდნენ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი სატრანსფერო პერსპექტივების მიმართ საუბარი ისევ გააქტიურდა. მოსალოდნელია, რომ დეკემბერში ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდება.

ბრიტანული hitc-ი წერს:

"სატრანსფერო ამბების გამო კვარაცხელია იმედგაცრუებული იყო და სეზონის სტარტზე დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა. გარემარბს, რომელიც შვედეთის ნაკრებთან დუბლის შემდეგ არიენ რობენსაც კი შეადარეს, რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 გოლი და 2 შედეგიანი პასი აქვს.

თუკი ხვიჩას სურს, ინგლისის პრემიერლიგის კლუბებს ინტერესი ისევ ჰქონდეთ, მაშინ იანვრის სატრანსფერო ფანჯრამდე სტატისტიკა უნდა გაამჯუბესოს."

შეგახსენებთ, sportall.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, კვარაცხელიას საფეხბურთო აგენტმა მამუკა
ჯუღელმა ხვიჩას მიმართ ინგლისური "ტოტენჰემის" ინტერესი დაადასტურა.

სატრანსფერო სეზონის გახსნამდე "რუბინი" 3 შეხვედრას გამართავს - მოსკოვის "დინამოს" მიიღებს, "ნიჟნი ნოვგოროდსა" და "კრილია სოვეტოვს" კი სტუმრად დაუპირისპირდება.

altკონკრეტიკა - როგორ და რა შემთხვევაში შეეცდება "ვილიარეალი" კვარაცხელიას შეძენას

altშოთა არველაძე: სიმეონემ და ოვერმარსმა მითხრეს, კვარაცხელია 20 მილიონი არ ღირსო

altGolden Boy 2021 გამოვლინდა - სადაც კვარაცხელიაც მონაწილეობდა



მკითხველის კომენტარები / 4 /
პირადად ჩემთვის მთავარია საქართველოს ნაკრებში გააუმჯობესოს სტატისტიკა... კვარამ და ყველა ჩვენმა ფეხბურთელმა!!!
tngh
15:48 26-11-2021
0
ბოლო რამდენიმე ვარჯიშზე აღარ ჩანს. რუბინის ინსტაგრამ გვერდი ვარჯიშის ფოტოებს და ვიდეოებს რომ დევს კვარა არ არის და ვინმემ ხომ არ იცის რამე?
კონენტარებსაც არავინ პასუხობს რომ უწერენ კვარა სად არისო.
აგვისტოშიც ასე იყო, დაიწყო უთავბოლო ჭორები ტრანსფერთან დაკავშირებით და მერე ტრავმა აღმოაჩნდა.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული