"გენტმა" გაიმარჯვა, ჩაკვეტაძე კი განაცხადში გაუგებარი მიზეზით არ იყო

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის "გენტმა" ლიეჟის "სტანდარტი" 3:1 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი განაცხადში არ იყო.

როგორც მატჩამდე ბელგიური voetbalnieuws-ი წერდა, კონფერენს ლიგაზე "ანორთოსისთან" (0:1) მარცხის შემდეგ "გენტის" მთავარი მწვრთნელი ჰაინ ვანზებრუკი რამდენიმე მოთამაშით ძალიან უკმაყოფილო დარჩა და "სტანდარტის" წინააღმდეგ კვიპროსული განაცხადიდან 5 ფეხბურთელზე მეტი ამოიღო.

ჩაკვეტაძეს კონფერენს ლიგის დაპირისპირებაში საერთოდ არ უასპარეზია. შესაბამისად, გაუგებარია, რა გახდა ქართველი ნახევარმცველის განაცხადში არყოფნის მიზეზი.

სანაკრებო პაუზის შემდეგ, სამწუხაროდ, გიორგი გუნდში აღარ ჩანს. შეგახსენებთ, ის ტრავმის გამო ვილი სანიოლმა უზბეკეთთან შეხვედრამდე გაათავისუფლა, შვედეთთან კი მონაწილეობა არ მიუღია.

ბელგიის ჩემპიონატში "გენტი" 24 ქულით მე-7 პოზიციაზეა და 1-ელ დეკემბერს ბელგიის თასზე "ლომელს" ესტუმრება, 4-ში კი ჟუპილერ ლიგის ფარგლებში - ლევან შენგელიას "ლეუვენს".

altრთულ მდგომარეობაში მყოფი ქეცბაია ლიდერ ჩაკვეტაძეს დაუპირისპირდება - ქართველები ევროტურნირზე

alt"ჩაკვეტაძე "გენტიდან" წასვლას აპირებს?" - ბელგიური მედია

მკითხველის კომენტარები / 7 /
მართალია ვილიც და გენკის მწვრთნელიც არაა ჩაკვე იმ კონდიციაში რომ ფეხი აუწყოს დღევანდელ რიტმს ბევრი მუშაობა მართებს მარტო მატაობა არაა ფეხბურთი... რაც შეეხება გუჯა კახაძეს რაც ჩამოთვალე ყველაფერში გეთანხმები ნაკითხი კაცი ხარ მაგ მხრივ მაგრამ... თქვენთან რომელი ფეხბურთელიც მოვიდა შედეგი ვერ ნახა ასე რომ პროფესორობას შეეშვი კაკულია ნუ გამოხვედი :D გაგებული გაქვს რაც ჩამოთვალე და იმას იმეორებ სულ
რომა
29 ნოემბერი 2021 10:38
1
რომა,გუჯა კახაძემ რაც იცის,იმაზე ლაპარაკობს და ფეხბურთის მწვრთნელი არ არის,რომ უფრო კარგად თამაში ასწავლოს.კაცი ადვილად ტრავმას რომ აღარ მიიღებს და არც დაიღლება,ეს ოსტატობის დახვეწაში არ დაეხმარება?ჩვენი ბიჭები,70 წუთის შემდეგ,უკვე არაქათ გაცლილნი იყვნენ ხოლმე და სწორედ ამის შემდეგ ვუშვებდით გოლებს და ვიღებდით ტრავმებს.5 შეცვლა რომ არ დაეშვათ,ახლაც იგივე ფსკერზე ვიქნებოდით ალბათ,რაც ადრე.ახლა შეცვლების ხარჯზე,უფრო მეტს უძლებენ.ახალგაზრდების თამაშს თუ უყურე,ინგლისთან,3-0 ვიგებდით,მაგრამ 70 წუთის შემდეგ,ყოველ გაქცევაზე ვიღაცას ეჭიმებოდა კუნთები და თამაში ჩერდებოდა.2 გოლიც ამის შემდეგ გავუშვით.
სოსო
29 ნოემბერი 2021 19:47
0
ჩამოვიყვანეთ ეს ფეხბურთელი საქართველოში.
ისიდორე
28 ნოემბერი 2021 16:44
4
სჭირს ის რაც ყენია მჭედლიძეს, ჯანოს და ა,შ არ უშველის მაგას გარემოს და ჰაერის შეცვლა სამწუხაროდ.
Ttt
28 ნოემბერი 2021 16:40
7
უნდა შეიცვალოს გუნდი. ატმოსფეროს შეცვლა შველის.
გუგა
28 ნოემბერი 2021 14:07
4
სამწუხაროდ ჩვენს ყველაზე ნიჭიერ შემტევს არავინ ასწავლა, რომ ტრავმების სწრაფად მოშუშების მიმდევრობა ასეთია:
1) გადაიღეთ როგორ დარბიხართ და კარგად დააკვირდით რა შეცდომებს უშვებთ...
2) მოძრაობის დროს ტერფებით როგორც ეხებით გრუნტს ისე აყალიბებთ თქვენს ფიზიკურ სხეულს, განსაკუთრებით კი ხერხემალს...
3) ქართველი ფეხბურთელების ძირითადი პრობლემა, ცუდი ფიზიკური კონდიციები, გრუნტთან არასწორად შეხებით არის გამოწვეული და ხშირი ტრავმიანობის ძირითად მიზეზად გვევლინება, რაც მოგვიანებით სპორტსმენის ფსიქიკასაც აზიანებს...
4) მუხლი ყველაზე სუსტი სახსარია, ამიტომ ყველაზე ადრე ზიანდება...
5) სწორად სუნთქვა იწვევს სწორად აზროვნებას, სწორად აზროვნება იწვევს სწორად მოძრაობას, სწორად მოძრაობა კი იწვევს ადამიანის ორგანიზმის სრულ გაჯანსაღებას...
6) ქართველმა ფეხბურთელებმა მინიმალური ენერგოდანახარჯით სირბილის შესწავლა სწორად სუნთქვის და გრუნტთან ტერფების სწორად შეხების შესწავლით უნდა დაიწყონ და მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მოპოვებაც ბევრად გაადვილდება...
7) მუდამ გვახსოვდეთ, რომ ადამიანის ორგანიზმი თავისი აგებულებით ურთულესი აპარატია, სადაც ყველაფერი ურთიერთკავშირშია...
8) მოიშორეთ ტრავმის გამომწვევი მიზეზი და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ გაჯანსაღებას...

თუ სწავლის სურვილი არ გაქვთ, ვერავინ დაგეხმარებათ... თუ გადაწყვეტილი და განზრახული გაქვთ რომ ისწავლოთ, ვერავინ შეგაჩერებთ!
Guja Kakhadze
28 ნოემბერი 2021 13:59
2
ჩაკვე უმაგრესი ფეხბურთელია. რაც აქამდე გააკეთა ნაკრებისთვის უკვე მაგისთვის ეკუთვნის დიდი მადლობა, მაგრამ
ჯერ სანიოლი დარჩა უკმაყოფილო, ახლა ფაქტია გენტის მწვრთნელიც არ ენდობა, ყველა მწვრთნელი ვერ იქნება მტყუანი, ე.ი. საქმე სხვა რამეშია და ჩაკვემ ამას უნდა მიაქციოს ყურადღება. წარმატებები მას!
Irakli
28 ნოემბერი 2021 13:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული